24 საათი
2006-07-27
რეგიონის ეკონომიკის დაფინანსება იზრდება
ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მოქმედი კომერციული ბანკების ("საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "პროკრედიტბანკი", "სახალხო ბანკი", ბანკი "ქართუ", "გქბ", "სტანდარტბანკის" წარმომადგენლობა, ბანკი "რესპუბლიკა") ფილიალების მიერ ადგილობრივი ეკონომიკის დაკრედიტება კვლავ ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდება. 2006 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკისთვის გაცემულმა სესხებმა 49.16 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის 51 პროცენტით, დაახლოებით 17 მლნ ლარით აღემატება 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემული კრედიტების მოცულობას. საკრედიტო რესურსების უმსხვილესი ნაკადები, ტრადიციულად, ვაჭრობა-მომსახურების სფეროსა და ფიზიკური პირების დასაკრედიტებლად იყო მიმართული. აღსანიშნავია, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროს დაკრედიტების მოცულობის ზრდის ტემპიც. ენერგეტიკის სფეროს დაკრედიტების მოცულობამ გასული წლის მანძილზე 226.37 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წელს 568.63 ათასი ლარი გაიცა და ზრდამ 113.5 პროცენტი შეადგინა. 2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება, მაგრამ მისი წილი საერთო დაკრედიტება ჯერ კიდევ მცირეა და მხოლოდ 0.6 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით, ამის მიზეზი რეგიონებში მსხვილი და საშუალო ფერმერული მეურნეობების ნაკლებობაა, მცირე მეურნეობებს, როგორც წესი, მიკროსესხები სჭირდებათ. ამ კუთხით, ბანკების პარალელურად აქტიურად მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჯი-ეიჩ-ენი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010