24 საათი
2006-07-27
სესხები 500 მილიონით გაიზარდა
2006 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 500 მლნ ლარით გაიზარდა და 2237 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა 189.3 მლნ ლარით მოიმატა 596.3 მლნ ლარამდე, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები 183.5 მლნ აშშ დოლარით 925.5 მლნ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 85 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა 170 პროცენტით მოიმატა. მიმდინარე წლის ივნისში სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი, გასული წლის ივნისში ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 8.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 66 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების 59 პროცენტი მოკლევადიანია და 67 პროცენტი იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების 25 პროცენტი ასევე მოკლევადიანია და 76 პროცენტი იურიდიული პირებისთვის გაიცა. ჯი-ეიჩ-ენი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010