24 საათი
2006-07-27
სწრაფი გზავნილების 67 პროცენტი რუსეთზე მოდის
უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების ("ვესტერნ იუნიონი", "მანიგრამი", "ანელიკი", "კავკასუს ექსპრექსი" და სხვა) საშუალებით დაახლოებით 220 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს ციფრი 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 65 მლნ აშშ დოლარით აღემატება. რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტრუქტურას, 2006 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი - დაახლოებით 147.3 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდანაა, დაახლოებით 20.8 მლნ აშშ დოლარი - აშშ-დან და დაახლოებით 7.1 მლნ აშშ დოლარი საბერძნეთიდან გადმოირიცხა. გაზრდილია საქართველოდან განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. 2006 წლის იანვარ-ივნისში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ჩვენი ქვეყნიდან დაახლოებით 65.8 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 33.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი - დაახლოებით 41.5 მლნ აშშ დოლარი, ტრადიციისამებრ, რუსეთზე მოდის, შემდეგ - უკრაინაზე, დაახლოებით 5.1 მლნ აშშ დოლარი და აშშ-ზე - დაახლოებით 2.7 მლნ აშშ დოლარი. ჯი-ეიჩ-ენი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010