24 საათი
2006-07-27
საქართველოს და ჰოლანდიის მთავრობამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოსა და ჰოლანდიის მთავრობამ სამშაბათს თბილისში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი საქართველოში ორი პროექტის "თანამშრომლობა განვითარებად ბაზართან" და "პარტნიორობა ერთ სფეროში" რეალიზაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრაიმ-ნიუს ბიზნესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. პირველი პროექტი საქართველოსა და ჰოლანდიას შორის ბიზნესში ეკონომიკურ თანამშრომლობას და საქართველოში კერძო სექტორისთვის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მეორე პროექტი ერთ სფეროში პრობლემების გადაწყვეტას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას და ამ სფეროში ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. პროექტის რეალიზებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კერძო სტრუქტურებმა. მემორანდუმის მოქმედების ვადა ორი წელია. პრაიმ-ნიუს ბიზნესი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010