24 საათი
2006-07-27
ცხინვალში თბილისიდან ხორცის, რძისა და ალკოჰოლური პროდუქტების შეტანა აიკრძალა
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ ოსეთში საქართველოდან ხორცის, რძისა და ალკოჰოლური პროდუქციის შეტანის აკრძალვა გადაწყვიტა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით საშიში ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისა და უხარისხო პროდუქტის შემოტანის ზომების შესახებ" დადგენილების ფარგლებში საქართველოდან ცხინვალში საქონლის ხორცის, რძის და ალკოჰოლური პროდუქტების, არაალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების შეტანა აიკრძალა. აღინიშნა, რომ მოცემული ზომების გატარების მოტივებია არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარება სამხრეთ ოსეთის მეზობელ ტერიტორიებზე. კერძოდ, მათი თქმით, იქ აღინიშნება, ციმბირის წყლული, ცოფი და სხვა დაავადებები. პრაიმ-ნიუს ბიზნესი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010