24 საათი
2006-07-27
ჩინეთი KNDR-ის ანგარიშიდან საბანკო ანგარიშებს გაყინავს
ჩინეთის ოთხი უმსხვილესი ბანკიდან, ერთ-ერთი - Bank OF China, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც ჩინეთის ხელისუფლებაა, ჩრდილო კორეის ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს. მისი ფილიალი მაკაოში მდებარეობს. აღნიშნულის შესახებ სამხრეთ კორეის პარლამენტის დეპუტატმა და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა პარკ ჟინმა განაცხადა. პარკ ჟინი ასევე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პეკინი და ვაშინგტონი ჩინეთის ნაციონალური ვალუტის იენისა და ამერიკული დოლარის გადასარჩენად ჩრდილოეთ კორეაში მასობრივი ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას ერთობლივი ძალისხმევით შეუდგებიან. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ გასულ წელს იცოდნენ, რომ ჩინეთი თავის ბანკში ჩრდილოეთ კორეის ანგარიშებს გაყინავდა. თუმცა ამის შესახებ უკანასკნელ მომენტამდე არაფერი უთქვამთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ მაკაოს ხელისუფლებას Banco Delta Asia-ში ჩრდილოეთ კორეის ანგარიშების გაყინვის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული ბანკი "ბინძური" ფულის გათეთრებასა და KNDR-ში იარაღის შეტანის დაფინანსებას ეწეოდა. თეთრმა სახლმა მაკაოში განლაგებულ ჩინეთის მთელ რიგ ბანკებში ჩრდილოეთ კორეის ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო. Bank of China-ც ამ ბანკებს შორის აღმოჩნდა.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010