24 საათი
2006-07-27
Volksჭagen-ის მენეჯერებს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ
გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა კონცერნ Volkswagen-ში და ფრანგულ კომპანია Faurecia SA-ში რამდენიმე მენეჯერის ბრალეულობის დადგენის მიზნით გამოძიება წამოიწყეს. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, faurecia-ს წარმომადგენლები გერმანული საავტომობილო კომპანიის მენეჯერებს სასურველი კონტრაქტების მიღების მიზნით საკმაოდ დიდ თანხებს სთავაზობდნენ. გამოძიება მექრთამეობაში დაახლოებით 20 ადამიანს ადანაშაულებს. კომპანია Faurecia-ს ორი თანამშრომელი და კომპანია Audi-ს ერთი მენეჯერი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. კომპანია Audi-ის მენეჯერი ქრთამის სახით 203 ათასი დოლარის აღებაშია ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ მან შვეიცარელ მომწოდებელს მაღალანაზღაურებად სამსახურში თავისი მეგობარი გოგო მიაღებინა, რომლის კვალიფიკაციაც დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, 1998 წლიდან მოყოლებული, კომპანია Faurecia-ის წარმომადგენლები ქრთამის გაცემაში კომპანიიდან მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია Volkswagen-ის მენეჯერებისთვის მსგავსი კორპორატიული მექრთამეობა პირველი არ არის. გასულ წელს გერმანიის პროკურატურამ კომპანიის ერთ-ერთი მმართველი Volkswagen-ის სახსრების მითვისებაში დაადანაშაულა.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010