Microsoft-ის ახალი ციფრული ფლეერისთვის Argo/Zune უნდა დაერქმიათ, თუმცა გადაიფიქრეს და მას, უბრალოდ, Zune ერქმევა. კომპანიის წარმომადგენლების მიერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ZuneMicrosoft-ის ბრენდით გამოშვებული ფლეერები და კიდევ სხვა პროგრამული აპარატურა ბაზარზე პირველად 2006 წლის ბოლოს გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ Argo/Zone ბაზარზე გამოსვლა 2006 წლის ივლისის შუა რიცხვებისთვის იგეგმებოდა. კომაპნია Microsoft-თან დაახლოებულმა პირებმა ზოგიერთ გაზეთს განუცხადეს, რომ ბილ გეიტსის კომპანია iPod-ის კონკურენტი ფლეერის გამოშვებას აპირებდა. ახალ პროდუქტზე Xbox-ის შემქმნელები მუშაობენ, რაც იმ ეჭვების საფუძველი გახდა, რომლის მიხედვითაც Zune-ს მულტიმედიური ფუნქციაში, შესაძლოა, სათამაშო სისტემის პორტატული მოწყობილობაც ჩამონტაჟდეს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010