საქართველო დღესაც იმკის 1991 წელს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული შეიარაღებული ამბოხის შედეგებს. სწორედ მაშინდელი შეიარაღებული დაპირისპირების ბრალია ის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას დღემდე სერიოზული პრობლემები აქვს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ, რომ ანალოგიური რამ განმეორდეს.
ჩვენ ვგმობთ ემზარ კვიციანის მოქმედებას! მოვუწოდებთ მასთან ერთად მყოფ ადამიანებს, რომ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ ხელისუფლებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი მოქმედების შემთხვევაში ხელისუფლება მათთან მიმართებაში, სასჯელის თვალსაზრისით, უფრო ლმობიერი იქნება.
დღეს ნომერ პირველ ამოცანად მიგვაჩნია ამ ოპერაციის, რაც შეიძლება სწრაფად და უსისხლოდ, მსხვერპლის გარეშე დასრულება. ქვეყანა არ უნდა იყოს ჩათრეული სერიოზულ, უფრო ფართომასშტაბიან გართულებებში.
შეკითხვები, რომელიც აუცილებლად გაჩნდება სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, ჩვენც გვექნება.
როგორ გახდა შესაძლებელი, რომ კვიციანმა შეიარაღებულ ადამიანებთან ერთად ტყეში გავარდნა მოახერხა და იქიდან შეიარაღებული შანტაჟი მოუწყო ხელისუფლებას. ხელისუფლება ხშირად გვეუბნება, რომ ძალიან ეფექტური უშიშროება და დაზვერვა გვყავს. დღეს ეს ეფექტურობა ეჭვქვეშ დგება.
ემზარ კვიციანმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხილებული იქნება ამ დანაშაულის ორგანიზებაში ან მონაწილეობაში, პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. მათ მიმართ კანონი უნდა იყოს ისეთივე შეუბრალებელი, როგორც სხვა ნებისმიერი კრიმინალის მიმართ იქნებოდა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვილაპარაკოთ იმ ტერმინებით, რომლითაც განათლების მინისტრი გველაპარაკებოდა - რომ ამბოხებულები ლიკვიდირებულები უნდა იყვნენ.
ისინი უნდა წარდგნენ კანონის წინაშე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი სასამართლოში მიყვანა. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა.
ლიკვიდაცია არის არის პასუხი. ამას შეიძლება კიდევ სხვა გართულებები მოჰყვეს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010