არაოფიციალურ თამაშს, რომელსაც საკონტროლო ხასიათი აქვს, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც დაესწრება კლაუს და ჰაინც ტოპმიოლერების, რალფ მინგეს და ბესიკ ფრიდონაშვილის შემადგენლობით.
კლაუს ტოპმიოლერმა ზურაბ იონანიძე, გრიგოლ ჭანტურია და გიორგი ონიანი 21 წლამდელთა ნაკრებს ერთი მიზეზით დაამატა - ეს ფეხბურთელები ეროვნული გუნდის კანდიდატებად განიხილებიან და მწვრთნელს კიდევ ერთხელ სურს მათი საქმეში ნახვა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლამდელთა ნაკრები 16 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს ლიტვაში მასპინძელთა ნაკრებთან, 3 სექტემბერს კი სერბეთს უმასპინძლებს.
გერმანიაში მიემგზავრებიან:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გრიგოლ ჭანტურია
მცველები: გულვერდ თომაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ზურაბ გვაძაბია, გიორგი ონიანი, გიორგი სეთურიძე, შოთა კაშია
ნახევარმცველები: მირზა ბჟალავა, გიორგი კახელიშვილი, გიორგი განუგრავა, ალექსანდრე კობახიძე, ალექსი ბენაშვილი, გიორგი მერებაშვილი, შოთა გრიგალაშვილი
თავდამსხმელები: ბექა გოცირიძე, ზურაბ იონანიძე, რატი წინამძღვრიშვილი
სფფ-ის პრესცენტრი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010