- ჰერ მაგათ, რას ისურვებდით დაბადების დღეზე?
- არც ისე ბევრს, რადგან შეიმიძლია ვთქვა, რომ ახლა ბევრი არაფერი მჭირდება. სამუშაოთი კმაყოფილი ვარ, ოჯახშიც ყველაფერი კარგადაა.
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება ხელმძღვანელობის მხრიდან საჩუქრის ტოლფასი იყო?
- რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ კონტრაქტის გაგრძელება კლუბის ინტერესებშიც იყო. სეზონის ბოლოს ბევრს ჭორაობდნენ ჩემი შესაძლო წასვლის შესახებ და კონტრაქტის გაგრძელებით ყველაფერს ბოლო მოეღო.
- ახალი სეზონი ორ კვირაში იწყება, თქვენ კი გუნდი ჯერაც არ დაგიკომპლექტებიათ. ეს ალბათ სერიოზული პრობლემაა.
- მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი წინასასეზონო მზადებას გვიან იწყებს და ასე გრძელდება უკვე რამდენიმე წელია. 2004-ში ამის მიზეზი ევროპის ჩემპიონატი იყო, 2005-ში - კონფედერაციათა თასის გათამაშება, ახლა კი - მსოფლიო ჩემპიონატი. ამ სეზონში 12 ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც სეზონის დაწყებამდე 12 დღით ადრე დაიწყებს ვარჯიშს. დავკარგეთ მიხაელ ბალაკი. მისი შემცვლელი კი ჯერაც ვერ მოვნახეთ.
- ამ პრობლემების გამო ხომ არ გაგიჭირდებათ გუნდის ძირითადი შემადგენლობის დაკომპლექტება?
- ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ იმ 11 ფეხბურთელს, რომლებიც სეზონის დაწყების წინ აუცილებლად ძირითადში იქნებიან. ეს არასწორიც იქნებოდა. მართალია, პრობლემები არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, სამუშაო უფრო საინტერესო გახდა.
- ალბათ ბალაკის წასვლის შემდეგ გუნდს არა მარტო სათამაშო ტაქტიკა, არამედ ვარჯიშის მეთოდიკაც შეეცვლება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად მეთოდიკა არა, რამდენადაც ფეხბურთელების ტაქტიკური მომზადება. თავადაც ხვდებით, რომ ბალაკის წასვლის შემდეგ გუნდს ოდნავ სხვა ფეხბურთის თამაში მოუწევს და ფეხბურთელებიც ამისთვის უნდა მოვამზადოთ.
- ალბათ ზოგიერთ ფეხბურთელს მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საკუთარ თავზე...
- პასუხისმგებლობის გრძნობა ფეხბურთელებს აქამდეც ჰქონდათ. მიმაჩნია, რომ ზოგიერთისთვის ბალაკის წასვლა თავის წარმოჩენის კარგი შანსია. მაგალითად, ბასტიან შვაინშტაიგერს გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება, მინდორე კი - მეტი თავისუფლება.
- გუნდი უკვე თითქმის ერთი კვირაა ემზადება. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ "ბაიერნს" უმძიმესი სეზონი ელის?
- იოლ სეზონს ნამდვილად არ ველით. ალბათ სეზონის სტარტი მძიმე იქნება, თუმცა მიმაჩნია, რომ ტიტულის შენარჩუნებას მაინც მოვახერხებთ. რაც შეეხება ჩვენს თამაშს ევროპულ არენაზე, ვნახოთ, რა იქნება. ჩემპიონთა ლიგა უმძიმესი ტურნირია და გამარჯვებისთვის იღბალიც არის საჭირო.
ინფოთეკა
















































































მთავარი
კონტაქტი




2010