24 საათი
2006-07-27
სამხრეთ აფრიკა ემზადება
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. ამ ქვეყნის ფეხბურთის მესვეურებმა უკვე დაიწყეს მზადება მომავალი საფეხბურთო ფორუმისთვის. მხოლოდ სტადიონების ასაშენებლად 6 მილიარდი რანდი (858 მილიონი დოლარი) გამოიყო.
თანხის ნაწილი ფიფამ გაიღო. მსოფლიო ფეხბურთის სათავო ორგანიზაციამ სამხრეთაფრიკელებს 3 მილიონი რანდი (429 მილიონი დოლარი) გამოუყო. ფიფას გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი ამ გრანტის ნაწილს სტადიონების აშენებას მოახმარს, ნაწილს კი - ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ ორგანიზაციულ მხარეზე როდი ზრუნავენ. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრები გუნდის სერიოზულად მომზადება აქვს განზრახული. ამისთვის "ბაფანა ბაფანას" მთავარ მწვრთნელად ნიშნავენ კარლოს ალბერტო პარეირას, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი.
ინფოთეკა
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010