24 საათი
2006-07-27
"უდინეზე" ლიდერებს არ შეელევა
იტალიურ კლუბ "უდინეზეს" პრეზიდენტმა ჯამპაოლო პოცომ განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი გუნდის ორი ლიდერის ვიაჩენცო იაკინტასა და სულეი მუნტარის გაყიდვას.
"ეს ფეხბურთელები კლუბს არ დატოვებენ. ახლა გუნდში კარგი ვითარებაა და იმედია მომავალ სეზონში წარმატებასაც მიავაღწევთ. თუმცა პროგნოზებისგან მაინც თავს შევიკავებ", - ამბობს პოცო.
"ბაიერნი" თანხას ზრდის
მიუნხენის "ბაიერნი" ახლოსაა რუუდ ვან ნისტელროის შეძენასთან. მიუნხენურმა კლუბმა ახალი წინადადებით მიმართა "მანჩესტერს". ახლა "ბაიერნი" უკვე 17 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის. შეგახსენებთ, რომ ერთი დღის წინ ეს თანხა 15 მილიონს არ აღემატებოდა. რაც შეეხება ბრიტანულ გრანდს, "მანჩესტერის" ხელმძღვანელები 21 მილიონს ითხოვენ.
ული ჰიონესის განცხადებით, ორი კლუბი ფინანსურ საკითხს მალე მოაგვარებს და მომავალ სეზონს ვან ნისტელროი "ბაიერნში" გაატარებს.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010