ვარსკვლავი და ცრუ მღვდელი ივნისის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს. "მამა გერასიმემ" დაარწმუნა დივაცი, რომ მძიმე ავადმყოფი კოსოვოელი ბიჭუნასთვის აგროვებს სახსრებს, რათა ოპერაცია გაუკეთოს. გულუბრყვილო კალათბურთელმა დაიჯერა და ამ "კეთილშობილურ" საქმეში 10 000 დოლარი გადაიხადა.
რამდენიმე დღეში დივაცმა "მამა გერასიმესთან" დაკავშირება სცადა, რათა ოპერაციის შედეგი გაეგო, მაგრამ ვერ მოახერხა. ცოტა ხანში თავად ცრუ მღვდელმა დაურეკა დივაცს უთხრა, რომ ბავშვი კარგადაა და კიდევ 18 000 დოლარი სთხოვა, რათა კოსოვოში ერთ-ერთი ეკლესიისთვის გადაეცა.
ვლადი ამ წინადადებასაც დათანხმდა, თუმცა ამჯერად პოლიციასაც მიმართა, რათა ყველაფერი გადაემოწმებინა. ბელგრადის ერთ-ერთ რესტორანში დივაცმა თაღლითს 18 000 გადასცა, თუმცა პოლიციელებმა "მამა გერასიმე" იქვე დააკავეს.
გამოძიებით გაირკვა, რომ ცრუ მღვდელი ამ გზით რიგით ადამიანებსაც სძალავდა ფულს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილ სპორტსმენებს ფულს სძალავენ. ზოგი აფერისტობით ახერხებს ამას, ზოგი - შანტაჟით. სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის საქმეს განიხილავდნენ. ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს უჩიოდა ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მაიკლისგან შვილი ჰყავს. რაც მთავარია, ამ ქალბატონს ყალბი დოკუმენტიც კი ჰქონდა, რომლის თანახმად მაიკლი მამობას აღიარებდა. ამერიკულმა სასამართლომ თითქმის ოთხი წელი დაუთმო ამ საქმის გამოძიებას და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც ჯორდანი უდანაშაულოდ გამოაცხადეს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010