24 საათი
2006-07-27
ქართველები და ბრიტანელები დღეს წყალს გაიყოფენ
ორადეაში (რუმინეთი) მიმდინარე წყალბურთელთა ახალგზრდულ ჩემპიონატზე ერთდღიანი შესვენების შემდეგ გუშინ განახლდა ასპარეზობები. B ჯგუფში წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ G ჯგუფში გადასროლილი საქართველოს ნაკრები მდგომარეობის გამოსასწორებლად გუშინ სლოვენიელებს დაუპირისპირდა. საქართველოს გუშინდელი მეტოქე, რომელიც მანამდე A ჯგუფში სერბებთან, სლოვაკებთან და ბრიტანელებთან ირჯებოდა და ორი წაგებისა და ერთი მოგების შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ოთხი პერიოდის ([3-1] [3-2] [2-1] [3-4]) ჯამში საქართველოს ნაკრებს 11:8 მოუგო.
დღეს G ჯგუფის ბოლო მატჩებია. საქართველოს ნაკრების მეტოქეა დიდი ბრიტანეთი, რომელმაც, თავის მხრივ, გუშინდელი შეხვედრა წააგო ჩემპიონატის მასპინძელ რუმინეთთან - 11:16. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს პრესტიჟისთვის ბოლო მატჩის მოგება მართებს, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის ნაკრებს, რომელსაც, ქართველებისა არ იყოს, არც ერთი შეხვედრა არ მოუგიათ.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010