წლევანდელი ფესტივალი, რომელიც 2-3 ივნისს ხობში ჩატარდა, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გოდერძი ბუკია, ადრინდელზე უფრო მასშტაბური და გამორჩეული იყო. გაიხსნა ძუკუ ლოლუას სახელობის ხალხური სიმღერის მუზეუმი (სამეგრელო). მუზეუმში გამოიფინა კოლხეთის ისტორიული წარსულის, ხალხური სიმღერის ამაგდართა შემოქმედებისა და ცხოვრების ამსახველი ფოტო, აუდიო და ვიდეომასალა.
გაიმართა ხალხური სიმღერის კონცერტი ხეთის თეატრონში, რომელიც მსახიობ გოგი ქავთარაძეს მიჰყავდა, უცხოელებს კი თარჯიმნობას უწევდა ცნობილი ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე. გამაოგნებელი იყო უცხოელების მიერ, შესრულებული ,,ხემხვაიე" და ,,კუჩხიბედინერი". 3 ათასამდე მაყურებლის ხელში, ანთებული სანთლის ქვეშ, შესრულდა სიმღერა ,,ნოკოს ხურციას დატირება". წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, ფესტივალის ორგანიზატორის აწგარდაცვლილი გოგი ბუკიას ხსოვნას.
Fფესტივალის მეორე დღეს კულტურის სასახლეში ჩატარდა, ზურაბ სოტკილავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო-კონცერტი, სადაც მოწვეულნი იყვნენ: მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ელენე ობრაზცოვა, მაყვალა ქარსაშვილი, აგრეთვე მრავალი პოპულარული მომღერლები. საღამოს ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II და სამღვდელოება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, საპატიო სტუმარი ნოდარ ანდღულაძე, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია.
Fფესტივალზე ზურაბ სოტკილავას მიანიჭეს ხობის მოქალაქის საპატიო წოდება. სიურპრიზები ამით არ დამთავრებულა, პირველმა ლედიმ, სოტკილავასთან ერთად 2 მეგრული სიმღერა შეასრულა, პატრიარქმა კი შემოქმედს წიგნი აჩუქა, სადაც მისი 30 წლიანი პატრიარქული მოღვაწობის პერიოდია ასახული. Pპატრიარქმა საჩუქრად ოქროს სამკაულები გადასცა მაყვალა ქასრაშვილსა და ელენე ობრაზცოვასაც. საღამი კი მისი ლოცვა-კურთხევითაც დასრულდა.
ხეთის თეტრონზე მეორე დღეს ესტრადული სიმღერები შესრულდა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა.
ხობსა და ზუგდიდში პარალელურად გაიმართა რუსული ესტრადის მომღერალთა კონცერტი, მეგრულად ამღერდა აზიზა, დიამანტე, დათო ხუჯაძე და სხვები. კონცერტზე უნდა ჩამოსულიყო ირაკლი ფირცხალავა, რომელიც საჰაერო გზის შეფერხების გამო ვერ ჩამოვიდა. ხობში გამართულმა საერთაშორისო ფესტივალმა მეგრული ფოლკლორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მე-IV საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს ჩატარდება.















































































