როძილამ ივნისში, ინგლისთან მეორე რკენაში ფეხი იტკინა და ახლაღა მოკეთდა. ოზთა ოღრაში გურუ ჯონ ქონოლი ჯერ კიდევ სამშაბათს ბრძანებდა, როდნის კბილა გაი შეპარდსონი მატჩიდან მატჩამდე უმატებს და მარქაფა ელ ბაკსტერიც უნივერსალია, რის გამოც ბლეიქისთვის რაზმში ადგილი აღარ მრჩებაო, მაგრამ გუნდის გამოცხადების ჟამმა რომ მოატანა, კივთა გასამკლავებლად მაინც 11 კილოთი მძიმე ბურჯს მიენდო.
ოზებს როძილას იმედი კი აქვთ, მაგრამ თავად ფორვარდი ამბობს, ოლ ბლექსთან მესამე მსოფლიო ომი გველის და მას მარტო მე ვერ მოვიგებო. ავსტრალიის შერკინება ისე გახელებულია, რომ, როკი ელსომის თქმით, ვარჯიშზე ბიჭებმა ერთმანეთს დასცხეს. ოზთა ბედად, აფრიკასთან ნატკენი მხარი მოურჩა ძირით აფრიკელ მხტომელ დენ ვიკერმანს და თავიდანვე ითამაშებს.
ვოლაბიზს 55-ედ უყოჩებს მულატი ჰავბეკი ჯორჯ გრეგანი და კაპიტნობაში ლეგენდარულ წინამორბედს, მეორეხაზელ ჯონ ილზს გაუტოლდება. ქონოლმა მარქაფას ორი მორკინალიც დაამატა და 24-კაცა რაზმის გაცხრილვას თამაშის დღესღა აპირებს. ჯაშუშური პარანოიით შეპყრობილი კივები კი ოზურ მედიას თვალში ნაცარს აყრიან, ჩვენი ახალი ჰაკა, კაპა ოპანგო შეურაცხმყოფელი სულაც არ არის და მისი სათანადოდ შესრულება ჩვენვე გვღლისო.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010