24 საათი
2006-07-27
გერმანიის ელჩს
იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე საქართველოში გერმანიის ელჩს პატრისია ფლორს შეხვდა. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პატრისია ფლორთან იუსტიციის სამინისტროში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის 2005 წლის აპრილში ხელმოწერილი დეკლარაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობაზე.
იუსტიციის მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით მომზადდა და განსახორციელებლად სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობ კომისიას გადაეცა. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
ინტერპრესნიუსი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010