დღეს თითქმის აღარავის აინტერესებს ის შედეგები, რომელსაც ნატალი გოლფის მწვანე გაზონზე აჩვენებს. უკვე მიღებულია, რომ ამ სპორტსმენის ყურებითაც უნდა დატკბე და რა მნიშვნელობა აქვს, ჩააგდებს თუ არა იგი ბურთს პატარა ორმოში. მართალია, სტატისტიკის მოყვარულები მუდმივად აკრიტიკებენ ლამაზმანს, ერთი ნორმალური ტურნირი არ მოუგიაო, მაგრამ ნატალის ეს საერთოდ არ ანაღვლებს. გასულ სეზონში სოლიდური ფინანსური მოგება ნახა, ძირითადად, რა თქმა უნდა, სარეკლამო კონტრაქტების წყალობით.
ერთადერთი, რაც ახლა ნატალის გულშემატკივრებს აინტერესებთ, ისაა, რომ გოლფის პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად გამოუშვას კალენდარი თავისი ფოტოებით, ისე როგორც ეს ფრანგმა სოლიე სანდოლომ გააკეთა.
"მიხარია, რომ ანა კურნიკოვას მადარებენ. ის პატივმოყვარე ადამიანია და ჭკვიანურად იყენებს თავის გარეგნობას", - აცხადებს გულბისი.
2005 წელს ჟურნალმა FHM ნატალი პლანეტის ყველაზე სექსუალურ 100 ქალს შორის დაასახელა. რაც შეეხება სპორტსმენებს, ამ თვალსაზრისით ამერიკელები ვარაუდობენ, რომ სულ ცოტა ხანში ნატალი უკან ჩამოიტოვებს კურნიკოვასაც და შარაპოვასაც.
ნატალის მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს - თანამედროვე მსოფლიოში ჩოგბურთი გოლფზე პოპულარულია და თუ ჩოგბურთში წარმატებისთვის, კურნიკოვას მსგავსად, მხოლოდ გარეგნობაა საკმარისი, იმისთვის, რომ მეგოლფემაც ასეთი პოპულარობა მოიპოვოს, გარეგნობასთან ერთად სპორტული შედეგებიც არის საჭირო. თორემ, ისე, ლამაზ ქალებს რა დალევს...
















































































მთავარი
კონტაქტი




2010