უკვე სამ კვირაზე მეტია სამეგრელოსა და გურიის რეგიონში გავრცელდა ღორის ჭირი მოსახლეობა გაურკვეველ მდგომარეობაშია. მათთვის არ არის ცნობილი თუ როგორ ებრძოლონ უცნობ დაავადებას. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ სურსათის უვნებლობის ვეტერინართა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსს. რობერტ ჭურღულიას: ინფექციის შემოტანის წყარო ზუსტად არ არის დადგენილი. ეს დავადება გავრცელებულია ევროპაში. სახელწოდებით "ვირუსული დაავადება ჩირქო-ვირუსი", რომელიც ხასითდება ღორებში სიკვდილიანობით. ვირუსი იწვევს ღორებში იმუნიტეტის გაქრობას, რის გამოც იღუპება ცხოველი.
-რა პრეპარატები არსებობს ამ დავადების წინააღმდეგ საბრძოლველად?
-ამ შემთხვევაში ძირითადი ღონისძიება არის პირუტყვის იზოლირება, საღორეების დეზინფექცია რიგ სოფლებში: ურთაში, ნარაზენში, განმუხურში გვქონდა ღორების მასიური დაცემის შემთხვევები. ადგილზე ადგილობრივი ვეტ. სამსახურისა და ადგილობრივი სათემო დეპუტატების მიერ გამოყოფილი იქნა დამხმარე პერსონალი სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. ამ სოფლების საღორეებში ჩატარდა დეზინფექცია. დეზინფექცია ტარდება ჩვეულებრივად გიდრო პულტით კონსოლინით ან კრისტალ 900-ით. ამ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ვირუსის კლებადობა შეინიშნება.
დავადებული ღორი მკურნალობას არ ექვემდებარება, მაშინათვე უნდა დაიკლას. ხორცის საკვებად გამოყენება შეიძლება მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ - საწყის სტადიაში.
-დავადების შემთხვევაში, რამდენ დღეში კვდება ცხოველი?
- 3-4 დღეში კვდება.
-ღორის ჭირი რაიმე ზეგავლენას ხომ არ ახდენს ადამიანებზე და მათ ჯანმრთელობაზე?
-ადამიანებზე და პირუტყვებზე არ ახდენს ზეგავლენას. ეს არის მხოლოდ ღორიდან-ღორზე გადამდები დაავადება. მთავარია მოსახლეობამ დაცემული ღორი არ გადააგდოს მდინარეში, ვინაიდან ეს იწვევს, არამარტო ამ ვირუსის არამედ სხვა ინფექციების გავრცელებას. ამით კი ეპიდემიის საშიშროება რეალურად ჩნდება. იყო შემთხვევები, როცა ჩვენ ვნახეთ გადაგდებული პირუტყვი ჩაის პლანტაციაში, მდინარე ჩხოუშში. ღორი უნდა დაიმარხოს ღრმად, თუ დავწვავთ უკეთესი იქნება. ეს ვირუსი პირველად დაფიქსირდა სამეგრელოში შემდეგ გურიაში კერძოდ ლანჩხუთის რაიონში.
-თქვენი აზრით რანდენ ხანში შეიძლება დაავადების ჩახშობა?
-დაახლოებით ერთ კვირაში უნდა მოვრჩეთ სადეზინფექციო სამუშაოებს.
-ბაზარში შეძენილი ხორცი რამდენად საშიშია?
-ბაზარში, ჯანმრთელი ღორის ხორცის, შეტანა არ არის აკრძალული, ფორმა #2 უნდა ახლდეს ყველა დაკლული ღორის ხორცს. ბაზარში გასაყიდად გამოტანილი ხორცი არის შემოწმებული.
იმედია მოსახლეობა გაითვალისწინებს ბატონ რობერტ ჭურღულიას რჩევებს და შესაძლებლობების ფარგლებში ითანამშრომლებს კიდეც ვეტერინარიის სამსახურთან, რა თქმა უნდა მათივე უსაფრთხოებისათვის.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010