დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის განცხადებით, უახლოეს ხანებში წარმატებით დასრულდება პანკისის ხეობაში გატაცებული მძევლების გამოსახსნელად მიმდინარე "აქტიური მუშაობა". ამასთან პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში იოსელიანმა განაცხადა, რომ ძალოვანი უწყებებისთვის ცნობილია აზერბაიჯანელი ეროვნების ხალილოვისა და ეკლესიიდან განდგომილი ბერის მამა ბასილი მაჩიტაძის გამტაცებელთა ჯგუფი, რომლებიც ჩეჩენი ეროვნების არ არიან. ავთანდილ იოსელიანმა პრაიმ-ნიუსს ასევე განუცხადა, რომ მისთვის უცნობია კიდევ ერთი გატაცებულის, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახი კალაძის ძმის ლევანის ბედი. ორი თვის წინ გამოსასყიდის მიზნით თბილისთან ახლოს, ლილოს ბაზრობიდან პანკისის ხეობაში გარდაბნის რაიონის მაცხოვრებელი აზიზ ხალილოვი გაიტაცეს, რომელსაც მოგვიანებით მძევლად მისი მამა ჩაენაცვლა. გასული წლის ნოემბერში გაიტაცეს ასევე მამა ბასილი მაჩიტაძე, რომლის გამოსასყიდ თანხადაც გამტაცებლები მილიონ აშშ დოლარს ასახელებენ. ლევან კალაძე გამოსასყიდის მიზნით 2001 წლის გაზაფხულზე გაიტაცეს უცნობმა პირებმა თბილისიდან. ახმეტის რაიონში ამჟამად მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარების მოთხოვნით.
პრაიმ-ნიუსი
















































































მთავარი
კონტაქტი





2010