საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანოა და სხვა ვის უნდა ვკითხოთ კანონისა და ადამიანის უფლებების აღსრულება-დარღვევზე თუ არა მის წევრებს. ზუგდიდში კანონ დარღვევების ოდენობას რა ჩამოთვლის. პარლამენტში, ჩვენი რაიონის წარმომადგენლებს კი იშვიათად თუ შევხვდებით ამ საკითხებზე სასაუბროდ.
26 მაისს საქართველოს მოსახლეობა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა კუთხე კუნჭულში საზეიმო განწყობა სუფევს. ასეთ ვითარებაში პრობლემებზე საუბარი ცოტა უხერხულია და მაინც რამოდენიმე კითხვა დავუსვით საქართველოს პარლამენტის წევრს ქალბატონ ნაზი არონიას.
-საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საყოველთაოა. იგი მთელს ქვეყანაში ვრცელდება, მაგრამ ხშირად ცენტრსა და რეგიონებს შორის არის კანონთა სახეცვლილებები. მიღებულია კანონი ისტორიული შენობების მესაკუთრეობისათვის, სახელმწიფო გადასახადებზე. როგორ გავრცელდება იგი სამეგრელოს რეგიონში?
-კანონი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, რა თქმა უნდა მთელს საქართველოში ვრცელდება, რაც შეეხება მოსაკრებლის ოდენობას თბილისისა და რეგიონებისთვის ერთი და იგივე არ იქნება, თანხის ოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ისტორიული ნაგებობების მფლობელს მისი გადახდა არ შეეძლოს თანადაფინანსების სახით. მინდა ასეთი შენობის მესაკუთრეებს ვუთხრა თუ მათ საკუთრებაში მყოფ შენობებს გაუკეთდება სერიოზული რესტავრაცია და არა რემონტი, რაც გაზრდის მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც იქნება ძალიან სერიოზული მათი ოჯახის საკუთრების პერსპექტივისათვის, ეს იქნება მიზერული თანხები.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს კანონპროექტი ჭაბურღილებზე, სიღრმის მიხედვით, მოსაკრებლის გადახდაზე, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სინამდვიელს?
-შეიძლება ასეთი კანონპროექტი გარემოს დაცვის კომიტეტში იყოს, მაგრამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ და კომენტარს ვერ გავაკეთებ.
-გავრცელებული ინფორმაციით ზუგდიდის #2 საჯარი სკოლა იყიდება და იგი ერთ-ერთი ბანკის მფლობელობაში გადადის. რამდენად რეალურია სკოლის გაყიდვა?
-მეორე სკოლას გაუკეთდა კაპიტალური ევრო-რემონტი, რაზეც დაიხარჯა სერიოზული თანხა, გამომდინარე აქედან ეს ინფორმაცია არა ლოგიკურია თუ ეს სკოლა უნდა გაგვეყიდა სხვა პროფილით მანამ გავყიდიდით, სანამ ამდენს ვიშრომებდით.
-მე-2 საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებს წინა ფასადის კარებიდან არ უშვებენ, ის მხოლოდ მასწავლებელთა შესასვლელია, მოსწავლეები უკანა კარიდან შედიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება თუ არა მოსწავლეთა უფელებების კდარღვევა?
-ეს ინფორმაცია პირველად მესმის, რასაც აუცილებლად გავარკვევ და თუ ეს სიმართლეა, ბავშვთა უფლებების კანონდარღვევაა.
იმედია ქალბატონი ნაზი არონიას სიტყვები გამართლდება, ზუგდიდის რესპუბლიკური სავადმყოფოს მსგავსად გარემონტებული #2 საჯარო სკოლა არ გაიყიდება და მის მოსწავლეებს არ მოუწევს სხვადასხვა სკოლებში გადასვლა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მონაცემთა ბაზის გასწორების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ -შერატონ მეტეხი პალასში" მონაცემთა ბაზის გასწორების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნატო გაგნიძე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა სამინისტროების, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაცემთა ბაზის გასწორების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას უძღვებოდა გიორგი ვაშაძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს გეგმასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ვაშაძის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრის ერთიანი მონაცემთა ბაზის სრულყოფის პროცესი 2005 წლიდან დაიწყო, 2006 წლამდე ბაზაში მანამდე გამოტოვებული 1 200 000 მონაცემი შევიდა. დაიწყო ფოტოსურათიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება, სისტემა ახალი ტექნიკით აღიჭურვა და სხვა სახის მასშტაბური სამუშაო შესრულდა.
მისი თქმით, სამოქალაქო რეესტრის ერთიანი ბაზის სრულყოფამდე რიგი პრობლემები კიდევ გადასაჭრელია. საამისოდ სააგენტომ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომლის დასრულებაც 2008 წლისთვის იგეგმება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბაზაში აღმოჩენილი შეუსაბამობა გასწორდება. მაგალითად: მოქალაქეთა არასრული მისამართები შეივსება, პირადი ნომრების გაორება გამოირიცხება და სხვა სახის პრობლემები მოგვარდება.
ნატო გაგნიძის განცხადებით, -მონაცემთა ბაზის გასწორების სამოქმედო გეგმაში კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები სრულად იყო გათვალისწინებული. სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა განახლებული ბაზა ზუსტი საარჩევნო სიების შედგენის საფუძველი იქნება. საარჩევნო სიების შედგენაზე პასუხისმგებელი კი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა", - განაცხადა გაგნიძემ.
გურამ ჩალაგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმით დაისახა ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეისათვის სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით არსებობს.
-ის მცირედი უზუსტობები, რომელიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაშია დაფიქსირებული, ამომრჩეველთა სიის ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია და უნდა შესწორდეს. მონაცემთა ბაზა, ისევე როგორც ამომრჩეველთა სია, სრულყოფილი უნდა იყოს და არავის უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ საქართველოში რეგისტრაციისა თუ ამომრჩეველთა სიების პრობლემებია", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა სრულყოფილი ბაზის შექნისთვის დღევანდელი შეხვედრის მონაწილეების რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, ხოლო გეგმის შესრულების პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის ამგვარი შეხვედრები მომავალში კვლავ გაიმართება.















































































