ტრადიციების ღრმა წვდომა და ეროვნული სულისკვეთება ქმნის ახალ სინამდვილეს, რომელზეც აღმოცენდება შემოქმედებითი ნიჭი, მას კი მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. 3 წლის წინ ზურაბ ჭავჭაცვაძის სახელობის #3 საჯარო სკოლაში, ზვიად კვარაცხელიამ და გიორგი ხასაიამ მეგობრებთან ერთად, ჩამოაყალიბა ლიტერატურული კლუბი ,,ნოე". მათი მოწოდება შემდეგნაირია: ,,შეიტანეთ ნიჭი და ფასეულობანი კიდობანში". კლუბის მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად კვარაცხელია.
ზვიადი: ლიტერატურული კლუბი არ იფარგლება მარტო ღონისძიებების, წარმოდგენების ჩატარებით. ჩვენ თანდათან შევეცდებით, რომ ხელოვნების ყველა დარგის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. გვინდა გაკეთდეს პერფომასის თეატრი, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის საქართველოში, თუმცა თეარტმა 2-3 წლის შემდეგ გარკვეულ მიზეზთა გამო შეწყვიტა არსებობა. შევეცდებით ასეთი თეატრი ჩამოყალიბდეს ზუგდიდში. ჩატარედება ლიტერატურულ-თეატრალიზირებული საღამოები. ამჟამად უკვე გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები: ჩვენმა მეგობარმა ზურა ლოგუამ გალაქტიონის ლექსებზე დადგა მონო -სპექტაკლი, მოეწყო 19 წლის თემურ ელიავას პოეზიის საღამო, გიორგი ქობალია აკეთებს პანტონიმურ ნოველებს და ასევე ბუბა თორდია აპირებს გააკეთოს მუსიკალური ჩანართები.
ცოტა ხნის წინ მოეწყო ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და ,,ომეგა" ჯგუფის პრეზენტაცია, რომელიც უწყვეტობაა დედაქალაქსა და პერიფერიას შორის, რადგან ჩვენ ვქმნით, არამარტო დედაქალაქისა და ცენტრის კულტურას, არამედ ერთიან ქართულ კულტურას.
-თქვენს იდეას ვინმე თუ გამოეხმაურა?
-გვაქვს თანადგომა ახალგაზრდების მხრიდან, გამოგვეხმაურა და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა კულტურის სამსახურმა. ეს რათქმა უნდა მადლიერების გრძნობას ბადებს ჩვენში.
-ლიტერატურული კლუბის ,,ნოეს" მიზანზე გვესაუბრეთ!
-ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წიგნი გახდეს ,,მოდური". უწიგნურობა იყოს სირცხვილი. ჩვენ შევეცდებით ეს მიზანი მაქსიმალურად მივიყვანოთ ბოლომდე.
ახლო მომავალში იგეგმება საკმაოდ საინტერესო პროექტები და ღონისძიებები, რომელიც ლიტერატურულ კლუბისა და ,,ომეგა" ჯგუფის მიერ განხორციელდება. იგეგმება გამოფენა გალარეაში, სახელწოდებით ,,კლასიკოსები".
იმედია ახალგაზრდების კეთილ სულისკვეთებას, თანადგომას გაუწევს ჩვენი საზოგადოება, ხელს შეუწყობს კულტურული ღირებულებებისა და ფასეულობების გადარჩენის იდეას და შეუერთდება მოწოდებას ,,შეიტანეთ ნიჭი და ფასეულობანი კიდობანში."















































































