ლელო
2009-02-12
გლდანში ახალგაზრდები იბრძოლებენ
ერთ კვირაში გლდანის კრივის დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თენგიზ მესხაძე და მისი ასისტენტები ქვეყნის მთავარი გუნდის კანდიდატებს დააკვირდებიან.
დიდებში კი ქვეყნის პირველობა აპრილში ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ყველა უძლიერესი მოკრივე იასპარეზებს, მათ შორის ნიკოლოზ იზორია, რომელმაც ავტოავარიის გამო რამდენიმე თვე გამოტოვა და ვარჯიშს ახლაღა შეუდგა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობა საბოლოოდ სწორედ საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ დაკომპლექტდება. წლის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება - მსოფლიო ჩემპიონატი კი აგვისტოში გაიმართება.
ავტორი: ლევან ჯანეზაშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010