მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
"წიგნს დიდი როლი აკისრია ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში...."

ადამიანები წიგნებით იძენენ ცოდნას წიგნების მეშვეობით იღებენ პასუხს კითხვებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ და აღელვებთ. წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. იგი გვინათებს გზას მეცნირების, კულტურის, ხელოვნების, მწვერვალებისაკენ... წიგნი სულიერი და მატერიალური დოვლათია.

წიგნი რაიმე დაბეჭდილი ტექსტის შემცველი ფურცლებია ერთად აკინძული. მაგალითად ნოველების, ლექსების წიგნი, ვრცელი ლიტერატურული ნაწარმოების დიდი ქვეგანაყოფი, სპეციალური დანიშნულების საჩივრების შთაბეჭდილებების დავთარი. ძველად წერილს, ბარათს წერილობით ხელწერილს ანდერძს წიგნი ერქვა.

სხვადასხვა ქვეყანაში სიტყვა წიგნს სხვადასხვა შინაარს ანიჭებდნენ. 1964 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე ერთსულოვნად იქნა მიღებული, რეკომენდაციები საერთაშორისო სტატისტიკური მაჩვენებლებისა. ეს განსაზრვრება სავსებით შეესაბამება მიღებულ წარმოდგენას წიგნზე.

მრავალი საუკუნის მანძილზე წიგნებს ხელით წერდნენ, პაპირუსის ქაღალდზე, ტყავზე, ეტრატზე, არყის ხის ქერქსა და მასალებზე რაც ზღუდავდა წიგნების გამრავლებას. წიგნი დიდი იშვიათობა იყო.

XV საუკუნის პირველ ნახევარში გერმანელმა იოჰან გუტენბერგმა წიგნების დასაბეჭდად ცალკეული ლიტრები გამოიყენა. ამან შესაძლებელი გახადა წიგნების შედარებით დიდი რაოდენობით გამოცემა.

რუსეთში პირველ ნაბეჭდ წიგნად აპოსტოლი ითვლება, მაგრამ გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მოსკოვში პირველი სტამბა უფრო ადრე აღმოცენდა, დაახლოებით 1555 წელს. ალბათ იქ გამოვიდა სახარება, დავითიანი, სამარხო საგალობელი და სხვა ამ სტამბას ისტორიკოსები ,,ანონიმურ სტამბას" უწოდებენ, რადგან მის შესახებ ცნობის აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოში ვახტანგ VI-ის თაოსნობით პირველი სტამბა 1709 წელს დაარსდა. ამ საქმეში მას რუმინეთში მოღვაწე ქართველი ანთიმოზ ივერიელი დაეხმარა. პირველი წიგნი, რომელიც საქართველოში დაიბეჭდა სახარება იყო. ვახტანგ VI-ს უშუალო ხელმძღვანელობით ამ სტამბაში დაახლოებით ათას ცალად ,,ვეფხისტყაოსანი" დაიბეჭდა. ეს იყო რუსთაველის პირველი გამოცემა იმ ათასიდან დღეს მხოლოდ 21 ცალია შემორჩენილი.

ქართულ წიგნებს ვახტანგამდეც ბეჭდავდნენ, მაგრამ საზღვარგერეთ პირველი ქართული წიგნი იტალიაში გამოიცა. პირველად დაიბეჭდა ,,ქართულ-იტალიური ლექსიკონი".

,,ჩვენი რაიონის სოფლებში ბიბლიოთეკები გააუქმეს. თურმე საშიშია წიგნების კითხვა. რაც თავი მახსოვს რუსთაველზე წიგნის მაღაზია ,,საუნჯეში" ვყიდულობდით წიგნს. ეს მაღაზიაც გაუყიდიათ. გასარკვევია რა თანხა შევიდა ბიუჯეტში, რომ ამ მაღაზიის გაყიდვამ ქვეყანა გადაარჩინა...თექსვმეტი კილომეტრი ისე გავიარე, რომ ერთი წიგნის ჯიხური არ შემხვედრია, სამაგიეროდ რესტორნები, კაფეები, ნაყინის ჯიხურები ყოველ ნაბიჯზეა." - ამბობს მწერალი ოტია იოსელიანი. (გადაცემა რეაქცია 21 აპრილი 2007წ)

"წიგნს დიდი როლი აკისრია ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში. ყველა მოზარდმა ასაკის შესაფერისი წიგნი უნდა იკითხოს, ისინი წიგნის მეშვეობით სწავლობენ ეროვნულ სულისკვეთებას, კულტურას, გმირობას. წიგნი უფრო ტევადი, ფართო მცნებაა, ვიდრე კომპიუტერი. თუ დღევანდელ ხელისუფლებას რეალურად შევხედავთ, და არა მარტო ხელისუფლებას, ურჩევნიათ ფული გააკეთონ, ვიდრე შვილები-მომავალი თაობა ეროვნული სულისკვეთებით აღზარდონ და ეს ნათლად ჩანს მათი წიგნისადმი დამოკიდებულებაში ნებისმიერი წიგნი რომ ავიღოთ რაც მეტჯერ წაიკითხავ, მით მეტს პოულობ მასში, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ. როცა წიგნი შენს გვერდით დევს, რომც არ გიყვარდეს კითხვა ხელი მაინც დაგცდება მისკენ. და ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ცოდნისაკენ აუციულებლად მიმაჩნია, რომ იყოს სახელმწიფო დაფინანსების გამოცემები, ბიბლიოთეკები და რაც მთავარია წიგნებისათვის აუცილებელი ზუგდიდის ქაღალდის კომბინატი ამუშავდეს, რათა გაიაფდეს წიგნი და იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს" - აცხადებს ინჟინერი ვახო შონია.

- მადონა მაქაცარია. #3 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: "წიგნთან ურთიერთობა აუცილებელია. საუბედუროდ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდით. ინტერნეტში გახსნიან საიტს და მზა პროდუქცია ეძლევათ, ახალგაზრდებს, რაც უკარგავს მათ შემოქმედებით უნარს. დღევანდელი ახალგაზრდობის უმრავლესობა უმოქმედონი გახდნენ, ზოგადი განათლება არა აქვთ. ვშიშობ ეს პროცესი იქამდე არ განვითარდეს, რომ თავიდან შეგვექმნას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალებება. ხელისუფლება, რომელიც წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს ხურავს, მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სჭირდება ზოგადი განათლების პიროვნება, არამედ უშუალოდ სპეციალისტი სჭირდება".

XV-XVII საუკუნიდან დღემდე სტამბამ ანუ პოლიგრაფიამ ტექნიკის განვითარებასთან ერთად არაერთხელ მიიღო სახეცვლელება. დღეს მაღალი ტექნოლოგიების წყალობით წიგნების გამოცემა ტირაჟირება ისე გაიოლდა, რომ შეიძლება ერთ დღეში რამოდენიმე ათასი წიგნი გამოიცეს, რაც ძალზე სასიხარულოა თუმცა ამ მიღწევებთან ერთად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ. წიგნები, ელექტრონული ვერსიებით შეიცვალა. ამას დადებით მხარესთან ერთად უარყოფითი მხარეც აქვს, რატომღაც წიგნების აუცილებლობას ხელისუფლება ვერ ხედავს და ეს გამოიხატება გამომცემლებების, ბიბლიოთეკების, წიგნის მაღაზიების დახურვა-გაყიდვაში. უკვე მეორე ათეული წელია დაიხურა ზუგდიდის ენგურქაღალდ კომბინატი. წიგნის, გაზეთების, ჟურნალების რვეულებისათვის აუცილებელი ქაღალდის შემოტანა კი აძვირებს მის თვითღირებულებას. ეკონომიურად არა ძლიერ, არამყარ მოსახლეობას კი ამის მყიდველობითი უნარი არ გააჩნია. ამის უტყუარი მაგალითია ის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის ზუგდიდის რაიონულ განყოფილებაში 2006 წლის მონაცემებით 13900 ოჯახია რეგისტრირებული. ვინაიდან მრეწველობა არ ვითარდება ხოლო ფასები მატულობს თუ ამ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ არც ელექტრონული ვერსიაა ყველასათვის ხელმისაწვდომი. წიგნი კი ყველასათვის აუცილებელი თანამგზავრია ადამიანისათვის, რათა შეიცნოს სამყარო და სამყაროთი საკუთარი თავის მისია და ადგილი. ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილებების შემყურეს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წიგნიერი და წიგნური ადამიანების ეშინიათ, რადგან ისინი არამართვადი ,,თოჯინები" არიან. მათ გააჩნიათ უნარი არსებულის ანალიზისა და საკუთარი ხედვა ყველაფრის მიმართ, რამაც შეიძლება დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს ე.წ. ,,დემოკრატიას", წიგნიერსა და უწიგნურს არ ძალუძს გულხელდაკრეფილმა უყუროს თუ როგორ ირღვევა მისი თანამოქალაქის უფლებები, როგორ წყდება მისი ერის ბედი, რა მიმართულებით მიდის, რა რელსებზე დგას. ამიტომ ისინი საშიშნი არიან. ყველა იმ ძალებისათვის ვინც არაქართულ. არა სახელმწიფოებრივ, არა ეროვნულ საქმეს აკეთებს, ვინც ქვეყნის მამულის, სამშობლოს ერთგულია უნდა ცდილობდეს მისი ერის უდიდესი ნაწილი იყოს წიგნიერი, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებას.

ხელისუფალნო, მოიღეთ წყალობა, ძალაუფლება გამომცემლობების, მაღაზიების, ბიბლიოთეკებს დასახურავად კი არა მათ გასაძლიერებლად გამოიყენეთ. ამით ქვეყანას წიგნიერად აქცევთ და იგი უახლოეს მომავალში იქნება ისეთივე ძლიერი როგორსაც შევნატრით.

ავტორი: მარინა დამენია


კალენდარი
მაისი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი