ღია ბოქლომი
2007-06-01
კოკოითი ,,ბაგიათს,, კარგავს
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჯავის რაიონში მინერალური წყლის ,,ბაგიათის,, მოპოვება ლეგალური გახდება. გარემოს დაცვის სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის ლიცენზვიის გასაცემად აუქციონი უკვე გამოაცხადა. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ,,რეზონანსს,, განუცხადეს, რომ მინერალური წყლის მოპოვების სურვილი ოსი ეროვნების ადგილობრივმა მოქალაქეებმა უკვე გამოთქვეს.
კონსერვატორებმა პენსიონერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
,,ლისის ტბის,, პრივატიზაციიდან შემოსული თანხები პენსიონერების პენსიის გაზრდას უნდა მოხმარდეს. ასეთია კონსერვატორების პოზიცია, რომლებიც პენსიონერების უფლებებისთვის, ბრძოლას აგრძელებენ.
,,ლისის ტბის,, მიმდებარე ტერიტორიის პრივატიზაციიდან საკმაოდ სოლიდური თანხა შევა ბიუჯეტში. ეს თანხა 182 მილიონ დოლარს შეადგენს. კონსერვატორები მიიჩნევსნ, რომ ეს თანხა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ პენსიები სტაჟის მიხედვით გაიცეს.
ზვიად ძიძიგურმა და ბიძინა გუჯაბიძემ პრესკონფერენცია გამართეს და პენსიონერებს აქტიურობისაკენ მოუწოდეს.
ახალი თაობა
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები















































































