ლელო
2010-05-21
ტრადიცია ბრუნდება
2006/07 წლების სეზონამდე მხოლოდ ოთხი გუნდი იყო დარჩენილი, მანამდე ჩატარებულ ჩემპიონატებში უმაღლესი ლიგა რომ არ დაეტოვებინა: თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", ფოთის "კოლხეთი" და ბათუმის "დინამო". სამწუხაროდ, სწორედ 2006 წლის ზაფხულიდან დაიწყო მართლაც უსიამოვნო პროცესი: უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდები (თბილისის "დინამოს" გარდა) ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ უმაღლეს ლიგას. თანაც, ყველაზე საწყენი ის იყო, რომ სპორტული პრინციპების დაცვით უმაღლესი ლიგიდან მხოლოდ ბათუმის "დინამო" გავარდა (2007/08 წლების სეზონის შემდეგ). მანამდე კი, ზედიზედ ორი ჩემპიონატის დაწყების წინ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება ჯერ "კოლხეთს" არ დართეს, შემდეგ - "ტორპედოს"! მიზეზი კი, ორივე გუნდისთვის ერთნაირი იყო: ფინანსური პრობლემები და "კოლხეთიც" და "ტორპედოც", ფაქტობრივად, ქართული საფეხბურთო რუკიდან გაქრობის წინაშეც აღმოჩნდნენ...
...ამ სეზონის დაწყების წინ უმაღლეს ლიგას რვაწლიანი პაუზის შემდეგ "სამტრედია" დაუბრუნდა; უფრო ადრე ზუგდიდური გუნდიც გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში; და აი, მომავალი სეზონიდან უძლიერესთა შორის კვლავ ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსა" და ფოთის "კოლხეთს"! თანაც, რაც მთავარია, "ტორპედოც" და "კოლხეთიც" უმაღლეს ლიგაში... პოლიტიკური თუ სხვა "არასპორტული" პრინციპით კი არ აღზევდნენ, არამედ, პირველი ლიგის გათამაშებაში დამსახურებულად დაიკავეს პირველ-მეორე ადგილები; ანუ, საქართველოს 2010/11 წლების ჩემპიონატში ქუთაისისაა და ფოთის საფეხბურთო გუნდები იქ იასპარეზებენ, სადაც, წესითა და რიგით, უნდა იყვნენ - თბილისის "დინამოს", რუსთავის "ოლიმპის", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიასა" და "სამტრედიას" გვერდით.
იმედი დავიტოვოთ, რომ "ტორპედოც" და "კოლხეთიც" უმაღლეს ლიგას ძალიან, ძალიან დიდი ხნით "შერჩებიან"; იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რამდენი ახალი დამაინტრიგებელი პაექრობა გველოდება: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ტორპედო"-"დინამოს" დაპირისპირებები გადაწონის ყველაფერს, ანდა, მეგრული "დერბიც": "კოლხეთისა" და "ბაიას" მონაწილეობით და ასე შემდეგ.
ვინღა დაგვრჩა "დასაბრუნებელი"? იმედი დავიტოვოთ, რომ "სამტრედიას", "ტორპედოსა" და "კოლხეთს" სულ მალე, კიდევ ორი დიდი ტრადიციის მქონე გუნდიც მიბაძავს: ალბათ, უკვე "დროა", რომ ბათუმის "დინამომ" და ლანჩხუთის "გურიამ" კვლავაც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაზე იფიქრონ. უფრო ზუსტად, ვისურვოთ, რომ ბათუმშიც და ლანჩხუთშიც გამოჩენილიყვნენ ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი, ვინც, შესაბამისად, "დინამოსა" თუ "გურიას" მდგომარეობაზე იზრუნებდა და ორივე ამ დიდი ტრადიციის მქონე გუნდს ყველანაირად ხელს შეუწყობდა. აი, ისე, როგორც ქუთაისსა და ფოთში მოხდა: ამ ორივე, მართლაც, საფეხბურთო ქალაქში მომავალი სეზონიდან ხომ დიდი ფეხბურთი ბრუნდება!
კუთვნილი ადგილი
"ტორპედომ" უფრო ადრე გაინაღდა უმაღლესი ლიგის საგზური, "კოლხეთმა" კი ამ ორი დღის წინ, "ჰერეთთან" შთამბეჭდავი საშინაო გამარჯვების შემდეგ. ქუთაისელთა ტრიუმფის შესახებ "ლელო" უკვე წერდა, ამჯერად კი რამდენიმე სიტყვა "კოლხეთზეც" გვინდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინაც და მერეც, ჩემპიონატის მსვლელობის დროსაც, არაერთხელ გვექნება იმის საშუალება, საქართველოს ამ ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდზე უფრო დაწვრილებით რომ ვისაუბროთ. ახლა კი, მხოლოდ მცირე ისტორიული ექსკურსით შემოვიფარგლებით.
ფოთის "კოლხეთი" საქართველოში ერთ-ერთ უძველესი გუნდია და ეს ფაქტი ერთი მხრივ, გასაკვირვი არავისთვის უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ფეხბურთი ხომ სწორედ ფოთიდან შემოვიდა! აღარაფერს ვამბობთ მეორე და არანაკლებ მოვლენაზე - XX საუკუნის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე წარმოშობით ხომ ფოთიდან იყო...
ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე "კოლხეთი" მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა იმდროინდელი საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში. 1990 წლიდან კი უკვე საქართველოს ჩემპიონატში ჩაერთო და სიმბოლურიც იყო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი შეხვედრა სწორედ "კოლხეთის" გამარჯვებით რომ დამთავრდა! პირველი ეროვნული ჩემპიონატი "კოლხეთმა" მეხუთე ადგილზე დაამთავრა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ იყო; მით უფრო, თუ გავიხსენებთ იმავე "იბერიაში" ("დინამოში"), "გურიაში", "გორდაში", "ბათუმში", "ცხუმსა" თუ "ქუთაისში" რა დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. სწორედ პირველი ჩემპიონატიდან მოყოლებული 2006 წლის სეზონის ბოლომდე, "კოლხეთი" არასდროს აღმოჩენილა აუტსაიდერთა შორის, ეს კი არა, 17 სეზონის განმავლობაში ორი შემთხვევა იყო, "კოლხეთი" რომ IX ადგილზე გავიდა, ერთხელაც გუნდმა X ადგილი დაიკავა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში "კოლხეთი" მუდამ პირველ ხუთეულში "ტრიალებდა", ამასთან, ორჯერ მეორე პრიზიორი გახდა, სამჯერ კი - მესამე.
პირველ სამეულში "კოლხეთი" ხუთივეჯერ სოსო ფილიას ხელმძღვანელობით მოხვდა; საერთოდაც, ამ სპეციალისტს არამხოლოდ "კოლხეთის", არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური შედეგი აქვს: თოთხმეტი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდს. ამ თოთხმეტიდან, ათი სეზონი სრულად ჩაატარა, სამჯერ - სხვა სპეციალისტი შეცვალა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერთხელ კი თვითონ მოუხდა წასვლა სეზონის დასაწყისშივე. რახან მწვრთნელების თემა ვახსენეთ, ის სპეციალისტებიც ჩამოთვალოთ, სხვადასხვა დროს, მცირე თუ ცოტა უფრო მეტი ხნით რომ ხელმძღვანელობდნენ ფოთის "კოლხეთს": ჯონი ჯანელიძე, გიგლა იმნაძე, გია ტყებუჩავა, დავით მახარაძე, სერგო გაბელაია.
2006 წლის ზაფხულში, ფოთის "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი ეთქვა, მაგრამ გუნდს არც... პირველ ლიგაში თამაშის უფლება მისცეს! და აი, ერთი წელი მეორე ლიგაში, შემდეგ ორი სეზონი პირველში და ახლა უკვე ნანატრი უმაღლესი ლიგის დროც მოვიდა! ეს წარმატება კი, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა, რომ არა კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიას უდიდესი ძალისხმევა და, რაც მთავარია, ამ ახალგაზრდა კაცის ფეხბურთისადმი უდიდესი სიყვარული. ისიც ნიშანდობლივია, რომ "კოლხეთი" მიზანმიმართულად შეეცადა უძლიერესთა შორის დაბრუნებას და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით გუნდის იმ ყოფილ ფეხბურთელებს, კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ გუნდში ამჯერად უკვე მწვრთნელებად რომ დაბრუნდნენ: ზაზა ინიაშვილს, დავით მახარაძეს, ნუგზარ თვარაძეს, მამუკა გვასალიას. რაღა თქმა უნდა, ცალკე გვინდა აღვნიშნოთ ბესიკ შეროზიას ღვაწლიც: ამ სპეცილისტმა ორივე ზუგდიდურ გუნდში (ჯერ - "მგლებში", მერე - "ბაიაში") საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცა.
შეროზია "კოლხეთის" სათავეში 2009 წლის მიწურულს მივიდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო ფოთელთა საყვარელმა გუნდმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. შეროზიამ თავის ახალ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მოიყვანა: ვალტერ გუჩუა, გია თოდუა, დავით ჭითანავა, შალვა ღონღაძე, დავით ქირია.
ამათთან ერთად არანაკლები წვლილი მიუძღვით იმ მოთამაშეებსაც, რომლებიც გუნდში უფრო ადრეც თამაშობდნენ: გიზო შენგელიას, ვლადიმერ ჯოჯუას, ბორის გელაჭეიშვილს, დათა სიჭინავას, მანუჩარ წიქარიშვილს, ლევან თედიაშვილს, დავით ციცხვაიას, გელა ციკოლიას, პაატა ცხვიტარიას, ედუარდ ფარცვანიას, ომარ გოგონაიას, გურამ აბურჯანიას და სხვებს. ისე კი, ფოთის "კოლხეთი" არასდროს განიცდიდა კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტს და 1990 წლიდან მოყოლებული ამ გუნდში ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც გამორჩეულ რამდენიმე ათეულ მოთამაშეს უასპარეზია: მამუკა გვასალიას, დათო მახარაძეს, ნუგზარ მიქაბერიძეს, გიორგი დარასელიას, რობერტ ქაჯაიას, გია გიორგაძეს, ზაველი ღაღანიძეს, ვალერი ტორჩინავას, ბახვა ამბიძეს, გელა ფანჩულიძეს, მიხეილ ქობულაძეს, გოგა გახოკიძეს, აკაკი დევაძეს, ელდარ გვასალიას, დავით კვირკველიას და სხვებს. მოკლედ, უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდი იქ დაბრუნდა, სადაც უნდა ყოფილიყო...

ავტორი: გია ტუხაშვილი
კალენდარი
მაისი 2010
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები