ღია ბოქლომი
2007-06-01
საწვავი 5 თეთრით კიდევ გაძვირდება
საქართველოში საწვავზე ფასი მატულობს. დღეისათვის, საცალო ქსელში 1 ლიტრი ,,სუპერის,, ტიპის ბენზინის ფასი 1.70 ლარს შეადგენს, ,,პრემიუმისა,, 1.60 ლარს, ხოლო ,,ევრო რეგულარის,, 1.45-1.50 ლარს. რაც შეეხება აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ რეგულარი ტიპის ბენზინს, მისი ფასი 1,40 ლარის ფარგლებში მერყეობს. სპეციალისტთა ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ღირებულებამ 3-5 თეთრით კიდევ მოიმატოს.
ზურაბიშვილი შარაძის მკვლელობის ლევილის მამულების შესაძლო გაყიდვასთან კავშირს გამორიცხავს
,,საქართველოს გზის,, ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გურამ შარაძის მკვლელობის ლევილის მამულების შესაძლო გაყიდვასთან კავშირს გამორიცხავს.
,,ლევილის მამულები რომ მართლაც იყიდებოდეს, თუ ვინმეს მოკლავდნენ, პირველ რიგში მე უნდა მოვეკალი, რადგან ამის კატეგორიული წინააღმდეგი ჩემზე მეტად, არავინ იქნებოდა,,-განუცხადა ,,პირველს,, სალომე ზურაბიშვილმა აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილის ვერსიის კომენტირებისას.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010