მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
ცხოვრების პანორამა
რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგი დროებით შეჩერდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს "მახედ" მიიჩნევს. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა რუსეთის ბაზარს "ძალიან არაპროგნოზირებადი" უწოდა.
"ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რისი უკანასკნელი ნათელყოფა იყო ნოემბერში, მოსკოვში ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან.
საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ვითარებაზე საუბრისას, სადაც რუსეთს 11 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ იქ სამხედრო ძალების გაძლიერება ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს.
"შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, გამეორებულ იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ოთარ დანელია თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას ეხმაურება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადება, რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დროებით გაჩერების შესახებ, არასწორი ინტერპრეტაციაა.
"ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას გამიჯნული გვაქვს რუსეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა.
შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში ურთიერთობები გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, გლეხებისთვის.
ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრი დამატებით განმარტებებს თავად გააკეთებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ფინანსური ამნისტია დაჯარიმებული მძღოლებისთვის
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" თბილისის მერიას ახალი ინიციატივით მიმართავს.
ინიციატივა "სითი პარკის" 10-ლარიანი ჯარიმების ფინანსურ ამნისტიას გულისხმობს. ფრაქციის წევრის შალვა ოგბაიძის განცხადებით, ჯარიმების ამოღება, რომელიც მოქალაქეებს საქარე მინაში ხვდებათ ან სხვადასხვა მიზეზთა გამო არ ხვდებათ, პრაქტიკულად შეუძლებელია.
"ეს თანხები დაკარგულია, როგორც მერიისა თუ "სითი-პარკისთვის", ასევე ბიუჯეტისთვისაც. ვინაიდან ამ ჯარიმების არსებობის შესახებ მძღოლების 90(-მა არაფერი იცის. ხოლო მოქალაქეებს ჯარიმა, საურავი ვერ დაერიცხებათ თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მათ ხელზე არ ჩაბარდათ", - აცხადებენ "გაერთიანებული დემოკრატები".
ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები" მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ მერიამ უარი თქვას ამ ჯარიმების "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებულ 60 (-იან წილზე და მოუწოდოს თავის პარტნიორ "სითი პარკს", მანაც უარი თქვას უპერსპექტივო ჯარიმების 40 (-ზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2014 წლის ანგარიში წარადგინა
პრეზენტაციას, რომელიც თბილისის ისტორიულ მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართა, სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტირებული შემსყიდველი და მომწოდებელი ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში 24 500-მდე ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
ანგარიშის მიხედვით, გასული წელი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მნიშვნელოვანი იყო, კერძოდ ელექტრონული ტენდერების დახვეწის, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ადმინისტრაციული რესურსების განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ღონისძიებაზე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ოთხი ტექნიკური წარდგინება გაკეთდა და ასევე, ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. აღინიშნა, რომ გასულ წელს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა გაიზარდა და 36 000-ს გადააჭარბა. ტენდერების სავარაუდო ღირებულებასა და დადებული ხელშეკრულების ღირებულებას შორის თანხობრივმა სხვაობამ 800 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხაა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ განაცხადა, 2014 წელს მათ გახსნეს ტრენინგ ცენტრი, რომლის მეშვეობითაც უფასოდ შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგები ჩატარდა და მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

რა ზარალი ადგება გარემოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე მიყენებული ჯამური ზემოქმედების შეფასების შესახებ იმსჯელეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ეროვნული დირექტორი მარტინ ჰომოლა, ასევე ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გერმანიის გარემოსა და ბუნების კონსერვაციის ფედერალური სამინისტრო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.
"პროექტის ძირითადი მიზანია, გარემოზე ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული კომპლექსური ზემოქმედების შემუშავება, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეხმარება. ასევე, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ნებართვების კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნების სრულყოფილად შესრულებას" - აცხადებენ სამინისტროში.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ეროვნული დირექტორის მარტინ ჰომოლას ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება 20 წელზე მეტია, რაც საქართველოსთან თანამშრომლობს.

მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური პროცესი გადაიზარდოს ფასების ზრდაში.
"ამ პროცესით ძალიან ზარალობენ მოქალაქეები, ვისაც ვალდებულება აქვს დოლარში და შემოსავლები ლარში, ლარის კურსის გაუფასურება აუარესებს მათ მდგომარეობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება დაბალანსებული ან უკეთეს შემთხვევაში - პროფიციტური.




კალენდარი
აპრილი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი