,,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დადებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ამ ხელშეკრულების დადებას და, საერთოდ, სავიზო რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას და რეჟიმის შერბილებას, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოხდეს მოქალაქეების გადაადგილების გამარტივება, ადამიანების კონტაქტებისა და თანამშრომლობის გაღრმავება,,-აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
კახეთში უნიკალური სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს კახეთის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის მიდამოებში, უღრან ტყეში აღმოჩენილია საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი უნიკალური სამონასტრო კომპლექსი.
კულტურის სამინისტროს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, ძეგლი მე-9-ე საუკუნეშია აგებული და ის წმ. ილარიონ ქართველის სააღმშენებლო მოღვაწეობას უკავშირდება, რასაც გამოჩენილი სასულიერო მოღვაწისა და მკურნალის, ,,ქართუელთა მზემნათის,, - წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრების შესახებ არსებული ლიტერატურა ადასტურებს.















































































