ახალი ვერსია
2002-12-23
"ისინი" ახალ სიმღერებზე მუშაობს
ჯგუფი "ისინი" აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე. ძალიან მალე ბიჭები ქართველი მსმენელის წინაშე ორი ახალი ნამუშევრით წარდგებიან, რომელთაგან, როგორც შევიტყვეთ, ერთ-ერთი თამთა გოგუაძესთან დუეტი იქნება.
რეპერტუარის განახლების პარალელურად, ჯგუფის თითოეული წევრი სხვადასხვა საქმიანობითაც არის დაკავებული. ასე მაგალითად, დიმა თეიმურაზოვი რამდენიმე დღეა, აჩი ფუცელაძის ახალი სიმღერის ფონოგრამაზე მუშაობს, რომელიც ერთ-ერთი უცხოური კომპოზიციის ქართული ინტერპრეტაცია გახლავთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ მომღერალ-შემსრულებლებს უცხოური სიმღერების გადმოქართულება კარგად ეხერხებათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზემოაღნიშნული მუსიკალური ნომერიც თავისი წინამორბედების ბედს გაიზიარებს და ძალზე წარმატებული იქნება.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010