(ინტერ-პრესი) ხუთშაბათს თბილისში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე. ცოტა ხნის წინ კოტე მახარაძემ მძიმე დაავადება გადაიტანა, თუმცა უკანასკნელ ხანებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
კოტე მახარაძე რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი, საქართველოს ტელევიზიის სპორტული კომენტატორი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი, პროფესორი იყო. მას ასზე მეტი როლი აქვს შესრულებული.
კოტე მახარაძე იყო ავტორი წიგნისა "პირველი რეპორტაჟი უმიკროფონოდ", სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, თბილისისა და ფოთის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი.
მისი ბიოგრაფია შეტანილია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა და სსრკ სპორტის ენციკლოპედიაში.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010