"კომუნას" ოცეულისთვის ძირითადად ძველი სიმღერების შემოცვენის კვირა იყო. რადიომსმენელი ეტყობა ახალი წლის დადგომას ელოდება და მერე უკვე აირჩევს ახალ სიმღერებს და ჩვენი ჩარტებიც სიმღერების მხრივ "გაახალგაზრდავდება". მანამდე კი იძულებულები ვართ, ვუსმინოთ ძველ სიმღერებს, რომელთაგან მხოლოდ ზოგიერთია შედარებით ახალი. ხოლო თუ მარტოოდენ სიმღერების მოსმენა მოგწყინდათ, აგერაა, ბატონო, "რადიო 101", რომლის ეთერითაც უამრავ საინტერესო, სასაცილო და საკაიფო არტებს მოუსმენთ და ახალ წელსაც მხიარული განწყობით შეხვდებით. ეს რადიო უკვე გახდა პოპულარულ რადიოებში ყველაზე სახალისო და სახალისოებს შორის ყველაზე პოპულარული.
სამწუხაროდ, აღლუმის მკაცრ მოთხოვნებს ვერ გაუძლეს შემდეგმა ქართულმა სიმღერებმა: ძებნილისა და ჯერონიმოს "ჩემმა ძმებმა" და ლელა წურწუმიას "ჩუმად ნათქვამმა". ჩარტს დაუბრუნდა სტეფანე მღებრიშვილის "დამიბრუნდი" და "საუნდის" "ერთხელ გაკოცებ". ერთადერთი ახალი ჰიტიც კი ქართულია. ეს არის მერაბ სეფაშვილის "ფიქრებში მეორდები", რომელიც აღლუმში შემოჭრისთანავე მე-9 ადგილზე გაიქაჩა.
სხვამხრივ კი სიახლე არ არის. ჩვენ ყველანი ახალი წლებისა და შობის მოლოდინში ვართ. იმედია, მომავალი წელი როგორც ჩვენთვის, ასევე "კომუნასათვის" კიდევ უფრო ნაყოფიერი, შემოქმედებითი და უხვმატერიალური იქნება, ვიდრე წლევანდელი. ვისურვოთ, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ქართული სიმღერა მოხვდეს საქართველოს ოფიციალურ ჰიტ-ოცეულში.
დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ და 2003 წლამდე ჩვენი ბუნდღა აღარ იქნება ამ გაზეთში.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010