ეს წელი მსოფლიო შოუ-ბიზნესისათვის მაინცდამაინც განსაკუთრებული არ ყოფილა. ჩნდებოდნენ ახალი ვარსკვლავები, ფერმკრთალდებოდნენ ძველები, იყო სკანდალური სასამართლო პროცესები და გაყრები, პომპეზური ქორწინებები და პრეზენტაციები. მოკლედ, ხდებოდა ყველაფერი ის, რის გარეშეც შოუ-ბიზნესი წარმოუდგენელია.
წლის მთავარი სკანდალისტები
2002 წელს, ბუნებრივია, შოუ-ბიზნესში სკანდალები მრავლად იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მაიკლ ჯეკსონმა მიიქცია ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება. ლეგენდარული მომღერალი შესაძლოა თავადაც ხვდება, რომ მისი დრო წავიდა და ამიტომაც ყველანაირი ხერხებით ცდილობს პოპულარობის შენარჩუნებას.
ორიოდე თვის წინ სასამართლოზე იგი სამედიცინო ნიღბით გამოცხადდა. როდესაც ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, დამსწრე საზოგადოებას ვარსკვლავის საშინლად დამახინჯებული სახე წარუდგა თვალწინ.
ფანებს ამ ამბით გამოწვეული შოკი ჯერაც არ განელებოდათ, როცა მაიკლმა კიდევ ერთხელ სერიოზულად შეაშფოთა თავისი თაყვანისმცემლები. ბერლინში ყოფნისას იგი სასტუმროსთან შეკრებილ ფანებთან მისასალმებლად აივანზე თავის შვილთან, ჩვილ პრინც მაიკლთან ერთად გამოვიდა, უხერხულად გადმოიხარა აივანზე და... კინაღამ ხელიდან გაუვარდა ჩვილი. ამის შემდეგ ყვითელი პრესა იმასაც წერდა, პოპის მეფეს ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აქვს და სერიოზული მკურნალობა სჭირდებაო.
წლის მკვლელობა
37 წლის რეპერი დიჯეი ჯემ მასტერ ჯეი, რომლის ნამდვილი სახელია ჯეისონ მიზელი, ნიუ იორკში, ქუინსის უბანში საკუთარ სტუდიაში მოკლეს 30 ოქტომბერს. იგი პრაქტიკულად რეპის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1982 წელს მასტერ ჯეიმ ჩამოაყალიბა ჯგუფი "კგტ ვყქყსყ" ჯოზეფ სიმონსსა და დარი მაკდანიელსთან ერთად. ფაქტიურად ამ ჯგუფმა გააცნო პირველად რეპი მსმენელებს თავისი სამი კლასიკური ალბომით: "კგტ ვყქყსყ", "ლშტპ წა კწსლ" და "უფშთშტპ რუდდ".
მასტერ ჯეი მუსიკაში ნამდვილი ნოვატორი იყო. პირველად სწორედ მან მოახდინა რეპისა და როკის შეზავება და "აეროსმიტთან" ერთად ეპოქალური კლიპიც ჩაწერა. შემდეგ ეს იდეა სხვებმაც აიტაცეს და რეპი სერიოზულ მუსიკალურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, რომელშიც უკვე სხვადასხვა მუსიკალური სტილები იყო ერთმანეთში შერწყმული.
მასტერ ჯეის მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია. პოლიცია რამდენიმე ვერსიას ამუშავეს, მაგრამ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს.
ყველაზე პოპულარული
2002 წელს გეითა მოძულე თეთრკანიანმა რეპერმა ემინემმა შემოქმედებითი მიღწევებით აშკარად დაჩრდილა მსოფლიო შოუ-ბიზნესის სხვა ვარსკვლავები. ემინემი ღრმად ჩაეფლო შემოქმედებით საქმიანობაში და წარმატებამაც არ დაახანა. მისი ღვაწლი წლეულს 5 "გრემით" დაფასდა. ამას გარდა ემინემმა გამოსცა ახალი ალბომი "ერუ უქშტუქ თრწც", რომელიც წლის ბესტსელერად იქცა.
ემინემმა წლეულს კინოშიც სცადა ძალები და საკმაოდ წარმატებით - მისმა "8 მილმა" უკვე 54 მილიონი დოლარი მოგება მოიტანა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010