მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
ნანა უროტაძე მომავალ წელს დიდ აღმასვლას გეგმავს: "შეიძლება ჩემზე სარეკლამო ბიზნესში დიდი მოთხოვნილება იყოს"

16 წლის მშვენიერი ქართველი ჩოგბურთელი გოგონა ნანა უროტაძე სულ ერთი წელია, რაც პროფესიონალებში გადავიდა და თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნის, ქულებს სტაბილურად აგროვებს და უკვე მსოფლიო რეიტინგის რვაასეულში შედის. თუ მის ძალიან კარგ მონაცემებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ნანას წინ დიდი მომავალი აქვს და ქართული ჩოგბურთის ხვალინდელი დღე სწორედ ის არის.

- ჩოგბურთს ექვსი წლიდან ვთამაშობ, პროფესინალებში კი წელს გადავედი, - გვითხრა ნანამ, - თუმცა, პროფესიონალთა ერთ, თბილისის ტურნირი შარშანაც ვითამაშე, რომელზეც ე.წ. "უაილდ ქარდით" მოვხვდი.

- მთლიანობაში 2002 წლით კმაყოფილი ხარ.

- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. ნამდვილად შემეძლო უკეთ გამოვსულიყავი. ახლა გულმოდგინედ ვემზადები ორი ტურნირისათვის, რომლებიც იანვარში ინგლისში გაიმართება.

- ინგლისში წარმატებით გამოსვლას გეგმავ.

- ყველანაირად შევეცდები, თავი არ შევირცხვინო და წარმატებით ვიასპარეზო, თუმცა, მთლად სრულფასოვნად ჯერჯერობით მომზადებული არ ვარ. რამდენიმე დღე მუხლის ტრავმის გამო გამიცდა, ვარჯიში ახლახან განვაახლე და ვცდილობ, მანამდე სრულ ფორმაში შესვლა მოვასწრო.

- როგორც ცნობილია, ჩოგბურთი საკმაოდ ტრავმატული სპორტია, ამ მხრივ ბევრი პრობლემები შეგქმნია.

- საბედნიეროდ, მძიმე ტრავმებს მაინცდამაინც არ შევუწუხებივარ. ადრე ხელი მტკიოდა და ახლა ფეხის ტრავმა მივიღე. პრინციპში ეგ იყო.

- აგრეთვე ჩოგბურთი ერთობ ძვირადღირებული სპორტის სახეობაცაა. შენ სპონსორი გყავს თუ საკუთარი ძალებით ახერხებ ტურნირებზე გამგზავრებას.

- როგორც ასეთი, ოფიციალური სპონსორი არ მყავს, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც მეხმარება, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

- მომავალ წელს რეიტინგში რამდენი საფეხურით ამაღლებას აპირებ.

- მინდა ოთხასეულში მაინც შევიდე. ვფიქრობ, ეს ნორმალური მიღწევა იქნება. კიდევ უფრო აღმასვლაზე მომავალში ვიფიქრებ.

- როგორ ფიქრობ, რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე.

- საერთოდ, საქართველოში სპორტსმენთა ფსიქოლოგიური მომზადება არცთუ მაღალ დონეზე დგას და ალბათ სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი ნაკლი მაგრამ ამჟამად ფსიქოლოგთან დავდივარ და იმედი მაქვს, რომ მის გამოსწორებას შევძლებ. ფსიქოლოგიურ მომზადებას ჩოგბურთში, როგორც სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ძლიერს, ალბათ ყველაზე კარგად მარჯვნიდან დარტყმა გამომდის.

- როგორც წესი, ითვლება, რომ ქართველი სპორტსმენები ფიზიკური მომზადებით ვერ დაიკვეხნიან.

- ვფიქრობ, ამის მიზეზი საერთო სიტუაცია, საჭირო პირობების არქონაა. მაგრამ, თუ შესაძლებლობა არსებობს და მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. მიუღწეველი არაფერია.

- შენთვის განსაკუთრებით მისაღები როგორ საფარზე თამაშია.

- ნამდვილად ჰარდზე მირჩევნია. იანვარში ინგლისში გასამართი შეჯიბრებებიც სწორებ ამ საფარზე, დახურულ კორტებზე გაიმართება.

- წელს თბილისის ქალ ჩოგბრთელთა ტურნირზე ქართველებმა არცთუ დამაჯერებლად იასპარეზეთ.

- დიახ, მე კენჭისყრამ პირველივე წრეში მაკა ჩახნაშვილს შემახვედრა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სათანადოდ ფსიქოლოგიურად მომზადებული არ აღმოვჩნდი და თამაში არ წამივიდა. წყვილთა თანრიგში კი მე და თიკა ყავლაშვილმა ფაქტობრივად ჩვენი თამაში წავაგეთ. ვფიქრობ, ამის მიზეზი გამოუცდელობა იყო, მე და თიკა ერთად იშვიათად ვთამაშობთ. საერთოდ, წყვილებში ასპარეზობა მაინცდამაინც არ მხიბლავს.

- შენი კერპი რომელი ჩოგბურთელია.

- დღემდე ჩემს კერპად მსოფლიო ქალთა ჩოგბურთის ლეგენდა შტეფი გრაფი რჩება.

- როგორც წესი, ჩოგბურთელები, მით უმეტეს, თუ შენსავით მშვენიერი გარეგნობით გამოირჩევიან, ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობენ.

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვარსკვლავური ცხოვრებით ვცხოვრობ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა. მომავალში კი ვნახოთ, შეიძლება სარეკლამო ბიზნესში ჩემზე დიდი მოთხოვნილებაც იყოს.

ავტორი: დათო ნოზაძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი