მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
პენტაკამპეონთა წელი

2002 წელი აღსავსე იყო მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენებით. მარტო მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რად ღირს, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება კორეა-იაპონიისაკენ მიაპყრო, სადაც ბრაზილიის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა და მართლაც ფენომენალური შედეგი აჩვენა.

როცა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად ოლივერ კანი დაასახელეს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ წლის ფეხბურთელის ტიტულს რონალდოს მიანიჭებდნენ. ასეც მოხდა. გარდა "ბრილიანტის ბურთისა", ბრაზილიელ "ვარსკვლავთბიჭუნას" გადაეცა "ოქროს ბურთი", "ოქროს ბუცი", "უორდ სოკერის" პრიზი... გარდა ამისა, სწორედ რონალდოს მადრიდის "რეალში" გადასვლა უნდა ჩაითვალოს წლის ტრანსფერად. იმ "რეალში", რომელმაც ჩემპიონთა თასი მერვედ მოიგო და ზედ ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასიც მიაყოლა.

განსაკუთრებით აღსანიშნავი ჩემპიონატზე რონალდოს მიერ გატანილი 8 გოლი გახლავთ. უკვე თითქმის 20 წელია, მსოფლიო პირველობებზე ბომბარდირებს 6 გოლზე მეტი არ გაუტანიათ და ბრაზილიელის შედეგი ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებულია.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, წლის გუნდად ალბათ მაინც იუგოსლავიის კალათბურთელთა ნაკრები უნდა მივიჩნიოთ. აშშ-ში გამართულ მსოფლიო პირველობაზე იუგებიც "პენტაკამპეონები" გახდნენ, თანაც ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მოგების შემდეგ მოიპოვეს. ეს კი მართლაც საოცარი შედეგია.

2002 წლის სპორტსმენის ტიტული უდავოდ ალალია მიხაელ შუმახერზე. იგი ფორმულა 1-ის ჩემპიონი მეხუთედ გახდა და ლეგენდარული არგენტინელის ხუან მანუელ ფანხიოს რეკორდი გაიმეორა. თუ "შუმის" ასაკს და იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ დღეისათვის ბადალი არ ჰყავს, მისგან კიდევ დიდ მიღწევებს უნდა ველოდოთ.

წლის მიწურულს მსოფლიო საჩოგბურთო ელიტას რუსეთის ნაკრები შეუერთდა, რომელმაც დევისის თასი მოიგო. რუსები, როგორც ბორის ელცინმა ბრძანა, ამ დღეს 90 წელი ელოდნენ.

გარდა ამისა, აღნიშვნის ღირსია 37 წლის ვეტერანის, ერთ დროს მსოფლიოს პირველი ჩოგნის პიტ სამპრასის მიერ აშშ-ს ღია პირველობის მოგება და ქალთა ჩოგბურთში დები უილიამსების გაბატონება.

რაც შეეხება მსოფლიო კრივს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლენოქს ლუისის მიერ მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოგება და ოსკარ დე ლა ჰოიასა და ვიტალი კლიჩკოს წარმატებები. ეს უკანასკნელი ხომ სულ მალე ტიტულს ლუისს შეეცილება.

ავტორი: დათო კიკნაძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი