მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
ნანატრი სვეტი - თვალის დაყენება

ამბობენ, ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ნატვრა ნამდვილად აგისრულდებაო. თავს ვერ დავდებ, რომ ნამდვილად ეგრეა, ჯერ ადამიანი არ მინახავს, ვინც იტყვის, ვინატრე და ამისრულდაო. მაგრამ იქნებ ნატვრაცაა და ნატვრაც და სანამ სურვილს ჩაიფიქრებ, კარგად უნდა დაფიქრდე.

მახსოვს, ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა ახალი წლის ღამეს ბევრი ფული ინატრა. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს არც ხე ისხამს და არც თოვლს მოჰყვება, რომ უცებ ჯიბე გაისქელო. მაგრამ იმ ჩემს კარგ ნაცნობს ნატვრა მაინც აუსრულდა, თავისი მეგობრის შეგონებით მონაწილეობა ძარცვაში მიიღო და ფულიც ამგვარად იშოვა. მაგრამ რა ხეირი, სულ ცოტა ხანი იბაირამა, შემდეგ კი ჩაავლეს და ათი იმდენი დააყაჭინეს.

ორი დღის წინ მეგობარმა მითხრა, უნდა ვინატრო, ქართველმა ფეხბურთელებმა ყველას თვალი დაუყენონო. სიმართლე გითხრათ, ხეირიანად ვერ გამიგია, თუ რას უნდა ნიშნავდეს თვალის დაყენება, მაგრამ ალბათ რაღაც კარგი იქნება. მაგალითად, იმის მსგავსი, რომ შოთა არველაძე სულ ტრავმირებული არ იყოს, გიორგი ქინქლაძე "დერბის" ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს, ქართველმა მწვრთნელებმა მარტო ფეხბურთელებით ვაჭრობაზე არ იფიქრონ, ცოტა სვან და ბევრი იაზროვნონ, ჩვენში მომუშავე უცხოელი სპეციალისტები კი მარტო ფულისათვის არ იყვნენ ჩამოსულები.

გარდა ამისა, თვალის დაყენება ალბათ ნაკრებში ღირსეულის გამოძახებასაც გულისხმობს და არა ვიღაცის ახლობლის, ჯიბესქელის და გასაყიდად მოსამზადებლის. კიდევ ნაკრების მიერ ერთი-ორი მატჩის მოგებას მაინც, ქართული გუნდების კი ევროსარბიელზე არგათახსირებას. შეიძლება იმასაც, რომ ფეხბურთელმა მწვრთნელი არ გაასილაქოს და ეროვნულ ჩემპიონატში გაყიდულმა თამაშებმა იკლოს. ფეხბურთელებს ხელფასს დროულად აძლევდნენ და ამგვარმა პრობლემებმა რაც შეიძლება ნაკლები თამაშები ჩაშალოს. ისიც არ იქნება ურიგო, თუ ჩვენებური მოთამაშეები ფულის საშოვნელად სოფლის გუნდებში კი არა, გრანდებში გადავლენ.

თუ ეგრეა, მინდა მეგობარს მეც შევუერთდე და თვალის დამყენებელი სურვილი ჩავიფიქრო. ჰოდა, აბა თქვენ ნახეთ, მომავალ წელს ქართული ფეხბურთი როგორ გაბრწყინდება. ოღონდ იქნებ კიდევ ერთი-ორი კაცი შემოგვიერთდეთ, რომ მნატვრელთა რიცხვი და ასრულების ალბათობა გაიზარდოს.

ავტორი: გია ჩიტიშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი