ეს ამბავი რაჭის ერთ-ერთ ლამაზ სოფელში მოხდა. სოფელში მხოლოდ ერთადერთ ოჯახს ჰყავდა ვირი (რაჟიკოს), რომლითაც შეშაც მოქონდათ და თივაც. ყველას უკვირდა. ეგონათ, რომ ვირი მარტო კახეთში ჰყავდათ. მამაკაცებს თუ ურთიერთშელაპარაკება მოუხდებოდათ, ერთმანეთს ასეთ სალანძღავ სიტყვებს ეუბნებოდნენ: მტყუანი რაჟიკოს ვირმა გააუპატიუროსო. რაჟიკო იძულებული გახდა, ვირი გაეყიდა. მყიდველიც მალე გაჩნდა - ებრაელი ონიდან, გადაუხადა თანხა და ვირი გაუყენა გზას.
სოფლის ცენტრში ვირი პატარა ხიდზე უნდა გაეყვანა. ვირი გაჯიუტდა და ხიდზე ხუთმა კაცმა ვერ გაიყვანეს. ამ ამბავს ხედავს იმავე სოფლის ცხოვრები მჭევრმეტყველი და დიდი იუმორის მქონე სეფე (ჩემი ბიძა).
სეფე მათ ტანჯვას რომ უყურებდა, ვეღარ მოითმინა, მივიდა და ამ კაცებს უთხრა: ყველა გვერდზე გადით ჩქარაო. სეფემ ცალი ხელის მიწოლით ვირი ხიდის იქით გაიყვანა.
- მალადეც, მალადეც, გმადოობთ, - ერთხმად შესძახეს სეფეს.
მან კი ასე უპასუხა:
- მადლობა მე უნდა გითხრათ. ნეტავ ყოველდღე ვირები იყვნენ გასაყვანი. ორმოცი წელია ცოლი მყავს და როგორც მივაწვები, უკან და უკან იწევს ლოგინში, ეს კი რაც ძალი და ღონე ქონდა უკანალით მე მაწვებოდა. რომ მცოდნოდა, ასეთი სექსუალური ვირი იყო, ვიყიდდი და ჩემ ცოლუკას აღარ შევაწუხებდი იმ საქმითო.
ნათელა კაციტაძე
















































































მთავარი
კონტაქტი




2010