ეს ამბავი ჩემი ვაჟის მეგობარს, ევროპის ექს-ჩემპიონს ბატუტზე ხტომაში ზაზა აბრამიშვილს გადახდა თავს. მას რუსეთიდან მოუვიდა წერილი. ზაზა სახლში არ იყო. დედამისმა - ქალბატონმა რუსუდანმა რომ დახედა კონვერტს, გახსნა და წერილს დაუწყო კითხვა. არ გასულა ორი წუთი და ქმარს დაუწყო ალმაცერად ცქერა.
- ქალო, რას მიბღვერ, რა დაგიშავე ასეთი. - ეკითხება მეუღლე.
- რა დამიშავე.! რა არის ეს, რუსეთში რომ ჩუმ-ჩუმად დაეთრევი ქალებში და თან არავინ მიცნოსო და მაგ მოტვლეპილ თავზე ხუჭუჭთმიან პარიკს რომ იხურავ, - შესძახა ქალბატონმა რუსუდანმა მუღლეს.
- შენ, ქალო, ხომ არ გადაირიე, რაღა დროს ჩემი ქალებია, ან ეს პარიკი საიდან მოიტანე, კაცი ჩოხატაურს არ გავცილებივარ, ურსეთში რა მინდოდა.! - გადაირია ზაზას მამა.
- აბა, ეს რა არის, აქ რომ თეთრზე შავით წერია: "მოი კუდრიავი ზახარ, მოი ლუბიმჩიკ, ია ეშჩო ვსპომინაიუ ტვოი გუბიო", - მიახალა რუსუდანმა მეუღლეს.
ამ დროს ზაზა შემოვიდა ოთახში:
- რა ამბავი გაქვთ, რა ხმაურია, -გაუწყრა მშობლებს.
- რა ამბავია და, აი, შენი სანაქებო მამა რუსეთში ჩუმ-ჩუმად დასეირნობს ქალებში, - მიაძახა ზაზას დედამისმა და გაუწოდა წერილი.
ზაზამ სწრაფად ჩაიკითხა და აუტყდა სიცილი, თან დედას ეუბნება:
- ეჰ, რუსუდან, რუსუდან, ეს წერილი ხომ ჩემია, მე მომწერეს ივანოვოდან, მეგობრები მამაჩემის სიყვარულით ხომ "ზახარას" მეძახიან და ეს გოგოც "ზახარათი" მე მომმართავს.
აბა, აუტყდათ ახლა სიცილი ზაზას დედ-მამას. ჩაეხვივნენ და მოფერება დაუწყეს ერთმანეთს.
ასე გადარჩა ზაზას ოჯახი დანგრევას.
თამაზ მეტრეველი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010