ჩემ მეგობრის რაულ ცხვიტარიას ოჯახში ზეიმია - სამყაროს პატარა მოევლინა. რაულმაც მეგობრები წინასწარ დაპატიჟა, ხოლო საავადმყოფოდან ახალშობილის გამოწერის წინა დღეს განიზრახა, ოთახები წესრიგში მოეყვანა.
ჯერი ოთახის იატაკის გაპრიალებაზე მიდგა. ზაფხულის გაგანია სიცხეში, ტრუკისის ამარა, მუხლებზე მდგომი იატაკს აპრიალებდა. იქვე ჩაცუცქულმა უსურიული ჯიშის კატამ ტრუსებში რაღაც საგანი შეამჩნია, რომელიც საეჭვოდ ირხეოდა, ერთი "სტოიკა" გააკეთა და უცხო საგანს უცბად წვდა.
შიშისაგან რაულიმ თავი რადიატორს მიარტყა, ერთი ამოიყვირა და უგრძნობლად დაეცა. იქვე კარის მეზობლებიც გაჩნდნენ და სასწრაფოს გამოუძახეს. ცხვირპირგასისხლიანებული პაციენტი სანიტრებს საკაცით კიბეებზე ჩაჰყავდათ და როცა გაიგეს მომხდარის მიზეზი, სიცილისაგან საკაცე კიბეებზე დაუგორდათ.
ასე დამტვრეულ-დამსხვრეული რაულ ცხვიტარია საავადმყოფოში შეხვდა სანატრელი ვაჟიშვილის დაბადებას. მეგობრები კი პურმარილის მაგივრად მას საავადმყოფოში არ მოცილებიან, სანამ არ გამოჯანმრთელდა.
ენგული იობაძე
















































































მთავარი
კონტაქტი




2010