თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე
ღრმადა ვარ დარწმუნებული;
რომ პოლიტიკას მიაწყდა
ბევრი "თხლე დასრულებული";
"მანდატის" შოვნის ხურვებით
ტუტუც ტვინ დაცხუნებული;
ურიცხვი ხელმოცარული,
სხვა ყველგან დაწუნებული;
ლაქია, ბოზი და "შიზი"
"სახურავდაცურებული"
და ჩლუნგად ითმენს მათ მასა
ამდენჯერ გაცურებული.
"პოლიტ ღორკაცა"
აღარ თავდება მიკროფონებთან
უშუბლისძარღვო მიდებ-მოდება;
სიტყვით, მასების საჩვენებელად
"ქვეყნის საშველად" აქოთქოთება;
საქმით, მოპარვის მოსასწრებელად
გაღორება და გაბოროტება
(და ამ "პროგრამის"
შესასრულებლად
"ხალხის რჩეული" ცოცხლად
მძორდება);
არჩასადენის ხშირად ჩადენით,
დღითიდღე კაცის სახე შორდება;
ქრთამებზე ფიქრით იძინ-იღვიძებს
სხვას არას დარდობს, არ
აგონდება;
სახედველ-სასმენს აღარ ძრავს
მისას
ობლის ცრემლი და მოძმის
გოდება
და მე რომ მკითხოთ, ამნაირ
პირუტყვს
ჯიშად ქართველი არც ეწოდება;
რომელსაც მისი მშობელი ხალხი
"უყვარს კი არა", არც ეცოდება.
მხოლოდ "რაგბის წესით"
არ მოხდება აშენება
მინანგრევთა-მონანგრევთა;
არსად წავა ნებით ხროვა
საჯდომს სკამებმონარგებთა;
ქრთამნაჭამი მთავრობა და
"პარლამენტი" მოლაყბეთა;
არსად წავა ნებით ბანდა
"ტახტზე" ძალით
მონართხმელთა
(როგორ დათმობს "პოსტებს"
კასტა
ქურდობით "წელმონადგმელთა";
როგორ დათმობს ძარცვა
"მართვით"
უზარმაზარ მონაგებთა);
თუ ხალხი არ "მიაწვება"
როგორც "გუნდი მორაგბეთა".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010