ამბავი, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ, გასული საუკუნის ბოლო წლებში მოხდა. მოქმედ პირთა დაკონკრეტებისაგან თავს შევიკაებ და ვიტყვი მხოლოდ, რომ პიროვნება, რომელსაც დისერტაცია უნდა დაეცვა, გურამი ერქვა. როგორც წესი, ამ მიზნის შესასრულებლად მაშინ საბჭოეთის მოქალაქე საბჭოეთის დედაქალაქს უნდა სწვეოდა.
გურამმა მატარებლის ორადგილიანი კუპის ბილეთი აიღო. მის ბედად მეორე საწოლი სასიამოვნო გარეგნობის მანდილოსანს - ოლგას ერგო. პირველ დღეს (მოსკოვამდე ჩასვლას თითქმის ორი დღე-ღამე სჭირდებოდა) ერთმანეთის გაცნობით და მხიარული ანეკდოტებით იქცევდნენ თავს. მეორე დღეს, მატარებელი გზაზე შეფერხების გამო, რუსეთის ერთ თვალუწვდენელ ველზე დიდხანს გაჩერდა, მათ სიახლოვეს ფერმის ძროხები ბალახობდნენ. მგზავრებმაც რასაკვირველია, კუპეში ამოღამებული თვალები ბუნების ამ სიმშვენიერისაკენ მიმართეს. ოლგამ შეამჩნია, რომ ერთი ბუღა დროდადრო მეწველ საქონელს კუდის ძირში ცხვირს ადებდა.
- გურამ გიორგევიჩ, რატომ ადებს ასე ხშირად ბუღა ცხვირს ძროხას.
- ყნოსავს, ძვირფასო.
- რატომ ყნოსავს.
- ბუღა მწარმოებელმა, ე.ი. მამრმა უნდა სუნით შეიტყოს სქესობრივი აქტის ჩატარებამდე, მდედრსაც გააჩნია მისი სურვილი თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში მდედრი არ გაუჩერდება და შეუღლება არ შედგება, - აუხსნა გურამმა.
- აა, გასაგებია, გურამ გიორგევიჩ, მაგრამ თქვენ. თქვენ რა, სურდო გაქვთ.
შემდეგ.! შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები მოსაუბრეთა ურთიერთობაში, მივლინებიდან დაბრუნებულმა ხარისხმინიჭებულმა გურამმა მხოლოდ თანამშრომელთა ვიწრო კამპანიას უამბო.
ირაკლი მარტყოფლიშვილი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010