კომპანია ზზპ, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ავტომწარმოებლებისათვის ავტომანქანების საღებავების ერთ-ერთ უდიდეს მიმწოდებლად ითვლება, ყოველწლიურად აქვეყნებს სიას, თუ რომელ ქვეყანაში რა ფერის ავტომობილებია მოდაში. გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა.
მათი ინფორმაციით, 2002 წელს ევროპელების 40%-მა ვერცხლისფერი ავტომობილები შეიძინა, 19%-მა უპირატესობა ლურჯი ფერს მიანიჭა, შავსა და მწვანეს შესაბამისად 13% და 9% ერგო წილად, ხოლო ერთ დროს ყველაზე პოპულარული წითელი ფერი 1%-ით მაჩანჩალათა რიგებში აღმოჩნდა.
ვერცხლისფერი ჩრდილოეთ ამერიკელებისთვისაც საყვარელი ფერი აღმოჩნდა და იქ მას მყიდველების 22%-მა მიანიჭა უპირატესობა. შემდეგ მოდიან თეთრი, წითელი, ლურჯი და "განსაკუთრებული" ფერები - ოქროს, ნარინჯის, შინდის და ასე შემდეგ.
2002 წელი იაპონიაშიც ვერცხლისფერი ავტომობილების წელი იყო და 35%-ით იგი იქაც პირველ ადგილზე გავიდა. შავს, ლურჯსა და წითელ ფერებს შესაბამისად მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები შეხვდათთ
















































































მთავარი
კონტაქტი




2010