იუსტიციის მინისტრმა კი შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: "კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო პერიოდში, ციხეში არცერთი უარყოფითი Pფაქტი არ დაფიქსირებულა პატიმრების მიმართ. აღსანიშნავია, რომ სერიოზული სამუშაოები გვაქვს წინ მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების კუთხით. შენობა ძველია და ამორტიზირებული. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ზუგდიდში ახალი ციხის მშენებლობა, და ეს პრობლემა 2008 წელს მოგვარდება.
- ბ-ნო გია, თქვენი ინფორმაციით, როგორი დამოკიდებულება აქვს ციხის ადმინისტრაციას პატიმრების მიმართ?
- მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვს ამ ეტაპზე მთავარი არის პატიმრებს მიმართ კარგი დამოკიდებულება, მათი უფლებების დაცვა და ა.შ. და ყოველივე ეს აქ გარანტირებულია. ციხის ადმინისტრაციის მიმართ არცერთი შენიშვნა ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია.
ასევე მინისტრმა, ციხეში მომუშავე მედიკოსების მუშაობა დადებითად შეაფასა. პატიმრების ნაწილი, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ მედიკოსების
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რომელიც იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება, პატიმრებს საჩუქრად ტელევიზორები გადასცა. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ზუგდიდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის #4 საპყრობილის უფროსს
გიორგი ვეკუას.
- გიორგი, რამდენი ტელევიზორი გადასცეს პატიმრებს და რას იტყვით ამ პროექტზე?
-სულ ჩამოტანილ იქნა სამი ტელევიზორი, ეს პროექტი (რამდენიმე ხნის წინ პატიმრებს კომპიუტერები გადასცეს.) იგივე არასამთავრობო ორგანიზაციამ განახორციელა რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ შედის.
-რამდენად კმაყოფილი ხართ ზემოთხსენებული არასამთვრობო ორგანიზაციის მუშაობით?
-ეს მათი ძირითადი მოვალეობაა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი მხრიდან ხშირად ხორციელდება ასეთი პროექტი.
- ერთი სიტყვით, პატიმრები, წინა წლებთან შედარებით არიან უკეთეს პირობებში?
- ასეთ პირობებში ყოფნა არ შეიძლება, განსაკუთრებულ ყურადღებად არ შეიძლება ჩაითვალოს არსებული სიტუაცია. ეს არის ადგილი სადაც იხდიან სასჯელს და აქ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.
- და ბოლოს, ახალი ციხის მშენებლობაზე რა იმფორმაციას ფლობთ?
- მინისტრმა ახსენა, რომ შენობა ძველია და ახლო მომავალში ახალი ციხის მშენებლობა იგეგმება, რასაც მივესალმები.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010