ამერიკაშიც (ისევე, როგორც სხვაგან მსოფლიოში) დროდადრო სკანდლებით "სკდება" დიდი კომპანიები, დღის სინათლეზე გამოდის თაღლითობისა და კორუფციის დიდმასშტაბიანი ფაქტები, არამზადდებიან მანამდე შურისაღმძვრელი ბიზნესმენები. ერთი უკანასკნელ შემთხვევათაგანია ის, რაც სანავთობე ფირმას "ენრონს" შეემთხვა არც თუ დიდი ხნის წინ. უდავო ფაქტია, რომ ამერიკაში არსებობს უნდობელი და ანტიპათიური დამოკიდებულება ბიზნესმენისადმი. მაგრამ რა მასშტაბი და რა როლი შეიძლება ეკუთვნოდეს მას ქვეყანაში, სადაც დიდი კომპანიების ფინანსური მექანიზმების აღმწერი წიგნები ბესტ-სელერებია, სადაც წარმატებული ბიზნესმენები უფრო ხშირად ჩნდებიან ჟურნალების ყდებზე, ვიდრე ცნობილი მომღერალი მადონა და "სოფტვეირის" (საკომპიუტერო პროგრამების) მეფე ბილ გეიტსი უფრო პოპულარულია, ვიდრე რიგითი ქვეყნის პრეზიდენტი?
ზოგადი სურათია (THE ECONOMIST-ის ავტორის ლექსინგტონის სიტყვით): ანტიკორპორაციული სულისკვეთება დიდი ხანია მწიფდება. ბიზნესისადმი სულწაღებული სიყვარული და მისდამი მწარე სიძულვილი ამერიკელებში ერთმანეთს როდი ენაცვლება დროის მიხედვით. ეს ორი გრძნობა მათში თანაარსებობს ერთსა და იმავე დროს და მათ ფოკუსშია ორი რამ.
პირველია თანასწორობის საკითხი. ამერიკელები მშვიდად ურიგდებიან უთანასწორობას (მაგ., იმას, რომ იერარქიულად აწყობილ ბიზნესში ზედაფენებს ასჯერ დიდი ხელფასები აქვთ, ვიდრე ქვედებს) მხოლოდ მანამდე, სანამ ეს დამსახურების (ანუ რეალური შრომითი წვლილის) შესაბამისი ჰგონიათ, და ყალყზე დგებიან, თუკი იყნოსეს, რომ სამართლიანობა დაირღვა.
მეორეა ფირმების განუხრელად მზარდი სიდიდე. იგი ამერიკელებს აღიზიანებს და აშინებს, რადგან გასრესას უქადის მცირე და საშუალო ბიზნესს. დიდ ფირმასთან მასაც და ინდივიდიც მცირდება და უძლურდება. კომპანიების ზრდა ემუქრება "კონტროლისა და ბალანსის" პრინცისპ. ამერიკაში დიდი ეკონომიკური კრიზისების დროსაც კი არ გაჩენილა მიდრეკილება სოციალიზმისკენ. გამწარება დიდი და ულმობელი ბიზნესის მიმართ იქ გამოიხატა (და გამოიხატება) ანტიკორპორაციული ანტიმონოპოლისტური პოლიტიკისა და კანონმდებლობის მოთხოვნაში, რაც არსებული სისტემის პირობებშიც საკუთარი თავის, როგორც მშრომელისა და პოტენციური მცირე ან საშუალო ბიზნესმენის, დაცვას გულისხმობს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010