მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველო
2002-12-03
"თავისუფალი" თემა ეგნატე ნინოშვილის შესახებ

იყვნენ მექრთამე, მექალთანე და მეძავი მასწავლებლები და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩემი თაობის, ანუ მეოცე საუკუნეში დაბადებულ-დაბერებული ხალხისთვის ღმერთის მიერ მოვლენილ წმინდანებად მიგვაჩნდნენ, რომლებიც არც ჭამდნენ, არც სვამდნენ, არც ტუალეტში შედიოდნენ და, რა თქმა უნდა, უსექსოდ, ანუ დაყოფით მრავლდებოდნენ.

იმას რა დამავიწყებს, დერეფანში მასწავლებელი რომ გაივლიდა, ჩვენ კედელზე ზურგით მიკრულები ვაყოლებდით თვალს. გაკვეთილზე იდეალური სიჩუმე იყო, როგორც იტყვიან, ბუზის ბზუილს გაიგონებდი. რა თქმა უნდა, იყვნენ ამრევი და მოხულიგნო ბავშვებიც, რომლებსაც არც ცუდი ნიშნები აკლდათ და არც ყურების დაგრძელება.

გადიოდა დრო და იცვლებოდა თანდათან სწავლების ხარისხიც, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ზნეობაც და თავისთავად ცხადია, სკოლადამთავრებულთა ცოდნის დონეც. თუ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა ჰყოფნიდა მისაღები გამოცდების ჩაბარებას, შემდგომ პერიოდში რეპეტიტორის გარეშე წარმოუდგენელი გახდა უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა. და ეს განაპირობა ყველაფერმა ერთად, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

შეიძლება ვიღაც-ვიღაცეებმა დამცინონ და მასხრად ამიგდონ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რაც სისაძაგლეები მოხდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, იოსებ სტალინის გარდაცვალებას მოჰყვა.

კი ბატონო, ხალხს ეშინოდა და ამიტომ იყო წესრიგი ყველა სფეროში და მათ შორის განათლების სისტემაში. რომელი ჭკუათმყოფელი მასწავლებელი გაბედავდა ქრთამის აღებას, გაკვეთილის უხარისხოდ ჩატარებას, ან გაცდენას. ეს ხომ წარმოუდგენელი იყო! როგორც სახელმწიფო ჰგავდა სახელმწიფოს, ისე სასწავლო დაწესებულებებიც ჰგავდნენ მექას. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ სახელმწიფოს სათავეში მკაცრი, ოღონდ სამართლიანი პიროვნება არ ზის, არც სკოლა იქნება თავის დონეზე და არც მეცხოველეობის ფერმა.

არ გაინტერესებთ?! - მიბრძანდით ნებისმიერ სკოლაში და გაკვეთილის მსვლელობის დროს მიაყურადეთ, რა ხდება კლასებში. ერთი ბავშვის ჩანაწერი წავიკითხე, გაკვეთილის მსვლელობის პერიოდში ჩაწერილი და კინაღამ გული შემიღონდა. აი, ისიც:

"რა ამბავია ბავშვებო? - დასხედით ადგილზე! - ცოტასაც ვითამაშებთ, რა, მარგო მასწ, - რა უნდა ითამაშოთ, ბუცხრიკიძე, შენ მოუკვდი დედაშენს, აქ შენ სათამაშოდ ხარ მოსული თუ სწავლა-განათლების მისაღებად?! - ჯღარკავა, დაეგდე ადგილზე და მოწესრიგდი! - სიტყვები შეარჩიე მასწ. თორემ მე გიჩვენებ, როგორ უნდა ლანძღვა - ბავშვებო დაწყნარდით! - თქვენს პატრონს, უბედურს, რა გამოვა თქვენგან ახლავე გეტყობათ. ქვაჩახიძე, ხვალ დედას მოიყვან, ისე არ დაგინახონ ჩემმა თვალებმა!" ერთი სიტყვით, მთელი 45 წუთის განმავლობაში რია-რია ყოფილა გაკვეთილზე. როგორც ჩანაწერიდან ჩანს, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ მასწავლებელმა მხოლოდ სათაური და გვერდები ჩააწერინა სასწავლო მასალისა და რაც მთავარია, შეახსენა: "სწავლის ქირა არ დაგავიწყდეთ, თორემ არ დაგიშვებთ გაკვეთილზე!" აი, ასე, ჩემო ძვირფასებო, მოკლედ, იმ ერთი გაკვეთილის შესახებ, რისი ჩანაწერიც მეცხრე კლასელმა მოსწავლემ გააკეთა.

ახლა კი მინდა გაგაცნოთ გასული საუკუნის ერთ-ერთი "შედევრი", რომელიც 1983 წლის 29 იანვრით არის დათარიღებული და მეშვიდე კლასის მოსწავლეს (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ვინაიდან, ხომ შეიძლება, დღეს მთავრობის, ან პარლამენტის წარმომადგენელი იყოს, ან სულაც პოლიციელი! - მითუმეტეს!) საკონტროლო წერის გაკვეთილზე შეუქმნია. მოგვყავს ტექსტის "თარგმანიც" და ასლიც, რომელსაც თითქმის ოცი წელია ვინახავ, რომ შევუნარჩუნო ქართველ ერს, როგორც "უძვირფასესი საგანძური". აი ისიც:

სპირიდონ მცირიშვილი

29/183

(ეგნატო ეგნინოშვილის "ჩვენი ქვეყნის რაინდი" მიხედვით)

ეგნატე ნონეშვილი იყო გამორეხილი (იგივეა რაც გამოჩენილი) მწერალი იყო მან დანერა (იგივეა რაც დაწერა) ეარალი (ანუ მრავალი) ლექსები და მოთხრობები შესანიშავი (ანუ შესანიშნავი) მოთხრობიდან ერთ-ერთი მოთხრობა "ჩვენი ქვეყნის რაინდი".

ის დაიბადა გლეხის ოჯახში ვაგრამ (ე. ი. მაგრამ) ეგნატე ნონეშვილი სნავლობდა (ანუ სწავლობდა) სკოლაში მასწავლებეთან მასწავლებერი იყო მაგრამ ეგნატე ნონეშვილის სპირიდონი სწავლობდა სკოლაში, მაგრამ სპირიდონა იყო კარგი ბავშვი და ლამაზი იყო სპირიდონი სნავლაში (ე. ი. სწავლაში) დიდ ნიჭ იჩენდა სპირიდონა გაგზავნეს თფილიში რომ გაევრძელეჭინა (ე. ი. გაეგრძელებინა) სკოლა მაგრამ სპირიდონა ჩააბარა სასნავლებელში (ანუ სასწავლებელში) მაგრამ სპირიდონა ჩავიდა სოფელში სპირიდონი დადგა იეოჭამრივეთ (ე. ი. მოჯამაგირედ) დააყენეს სპირიდონა იყო გაენტარი (ანუ გამხდარი) სუსტიტ (სუსტი) და ეაღალი (ე. ი. მაღალი) იყო მაგრამ რომ დაინყო (ე. ი. დაიწყო) მუხაობა (ანუ მუშაობა) სპირიდონე (სპირიდონამ) უეირთო (შეირთო) დოლი (ე. ი. ცოლი) დესპირე და სპირიდონა როდესაც სპირდინო და მისი დესპინე სპირიდონა იყო გამხდარი და ავათყოფნი იყო სპირიდონა დასპირე გაყვა სპირიდონოას იყო ოცი ოცდა ხუთი წლის იქნებოდა სპირიდონა დესპირე იყო იყო ლამაზი ქალი (კოხტა და) იყო დესპირე დესპირე სპირიდონა იყო განათლებური კაი ადამიანი იყო და დესპირე იყო განატული (ეს ან სომხურია, ან ასირიული) ადამეანი იყო მაგრამ სპირიდონა უთხრა სპირიდონას რომ ნავიდეთ (ე. ი. წავიდეთ) სახლი ვიყიდოთ და წავიდნენ".

* * *

მე ხომ დავისვენე, წერტილი რომ დავსვი და წარმოდგენილი მაქვს იმ "გენიოსის" სახე, ვინც ეს შედევრი შექმნა, როგორი გაბადრული სახით ეტყოდა მასწავლებელს: "დავამთავრე მასწ!" - არ ვიცი, იმ მასწავლებლის რეაქცია იმ წუთში როგორი იყო, მაგრამ ადვილად შემიძლია დავადგინო, ვინაიდან იმ მასწავლებელმა გადმომცა ეს "ნაშრომი".

დოკუმენტურობის მიზნით, ვბეჭდავთ ამ ნაწარმოების ქსეროასლს: (იხ. ამავე გვერდზე).

* * *

მინაწერი: რა ვქნა?! - ენა რომ ამომღლიტონ მარწუხით, მაინც მგონია, რომ ამ "საკონტროლო წერის" ავტორის მსგავსნი მრავლად იქნებიან ჩვენი მთავრობის, პარლამენტისა და პოლიციის წარმომადგენელთა შორის, რომელთა განათლებისა და ელემენტარული კულტურის დონე ვერ გასცდა სკოლაში უშედეგოდ გატარებული წლების დონეს. ასე რომ არ იყოს, არც ქვეყანა იქნებოდა ზნეობრივად და ფიზიკურად გაძარცული, არც ერთმანეთს მიაყენებდნენ შეურაცხყოფას (მათ შორის ფიზიკურს) პარლამენტის სხდომების მიმდინარეობისას, არც პოლიციელები გაუსწორდებოდნენ ეჭვმიტანილებს წიხლებით, ხელკეტებით და წამების სხვა საშუალებებით, არც კორუფცია იქნებოდა ზენიტში!

* * *

ახლა იმის შესახებ, თუ როგორ გაიხადა მასწავლებელმა მეცხრეკლასელი ბიჭი საყვარლად.

წინასწარ გაფრთხილებთ, ვინც ნერვულ სისტემას ან გულის დაავადებებს უჩივით, უმჯობესია სკოლის ცხოვრების ეს მოკლე, მაგრამ მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდი არ წაიკითხოთ. არც თექვსმეტ კილოგრამამდე ბავშვებს ვურჩევთ მის წაკითხვას. რაც შეეხება განათლების მინისტრს, მის მოადგილეებს, სკოლების დირექტორებს და პედაგოგიურ პერსონალს, მათთვის ეს ეპიზოდი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალება იქნება. ამბავი, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, არც ზღაპარია და არც ჩემს მიერ შეთითხნილი ჭორი. მიუხედავად იმისა, რომ მასალა დოკუმენტურია, არ ვაპირებ არც სკოლის, არც "შეყვარებული წყვილის" გვარსახელების და არც პერიოდის მინიშნებას, რადგან ზოგიერთი ადამიანის ცხოველური ბუნებიდან გამომდინარე, მსგავსი სისაძაგლე შეიძლება ნებისმიერ სკოლაში და ნებისმიერ პერიოდში მოხდეს. რაც შეეხება სექსპარტნიორების გვარებს, მე შევეცადე შესაბამისი გვარ-სახელი მიმენიჭებინა და აკი შევუთითხნე კიდეც.

მაშ ასე, კლასის დამრიგებლის, ანუ იგივე "სექსის მასწავლებლის" გვარ-სახელი ასე ავაჟღერე - ძუკნა ბოზანდარაშვილი, ხოლო "წარჩინებული" მოსწავლისა - კუტა კუტუბიძე.

ჰოდა, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ქალბატონი ძუკნა ბოზანდარაშვილი, რომელიც გაკვეთილზე რომელიღაც საგანს ასწავლიდა, ხოლო როგორც კლასგარეშე "სამუშაოს" - სექსს. ქალბატონ ძუკნას თვალში მოუვიდა მეცხრე კლასელი, ფიზიკურად კარგად განვითარებული, გონებრივად არც ისე ბრწყინვალე მოსწავლე კუტა კუტუბიძე და შესთავაზა დამატებითი გაკვეთილის ჩატარება თავის ბინაში, სადაც იგი მარტოსული ცხოვრობდა. სიამოვნებით დაეთანხმა კუტა კუტუბიძე და აკი არც მოტყუვდა.

ერთ მშვენიერ მაისის საღამოს, როცა ქალბატონ ძუკნას ბაღში ბულბულები უსტვენდნენ, ძუკნამაც "დაუსტვინა" და მოსწავლეს უთხრა: - კუტუნია, გუშინ ისეთი კარგი საბანაო კოსტუმი ვიყიდე, გაგიჟდები რომ ნახო, არ გინდა, გაჩვენო?! - მოსწავლეს ოღონდ გაკვეთილი არ უხსენო და რაც გინდა აჩვენე, უარს როგორ იყვის, და კუტამაც შესძახა:

- როგორ არ მინდა, მასწ. მაჩვენეთ რა! "პედაგოგი" გავიდა მეორე ოთახში, კოსტიუმი ჩაიცვა და ისე გამოეცხადა "შეგირდს"!

- როგორია, მოგწონს ჩემი კოსტიუმი? - გაღიმებული სახით შეეკითხა მოსწავლეს. კუტუნიას ჯერ თვალთ დაუბნელდა, მერე უცებ გონება და თვალები ერთად გაუნათდა, კოსტიუმისათვის არც მიუქცევია ყურადღება, კლასის დამრიგებლის გათქვირებული სხეულის შიშველ ნაწილებს მოავლო თვალი და გაოცებულმა რაღაც ღმუილის მსგავსი ხმა ამოუშვა ყელიდან:

- ვაა, რა სექსი ხართ, მასწ?! - სექს-პედაგოგი არ შემცდარა არჩევანში და იმ დღიდან დაიწყო თაფლობის გაკვეთილები. დაიწყო და ალბათ დიდხანს არც დამთავრდებოდა, რომ არა კლასში, ნაღდი გაკვეთილის დროს მომხდარი მცირე ინციდენტი.

კუტუნია კუტუბიძე პირისახით უკან შებრუნებული კლასელს რაღაცას უყვებოდა. ის კლასელი ისეთი ყურადღებით უსმენდა თანაკლასელს, რომ "პედაგოგი" დაეჭვდა, "კლასგარეშე მეცადინეობაზე" ხომ არ უყვება რამესო და საკმაოდ მკაცრად დაუყვირა კუტუბიძეს:

- კუტუბიძე, სასწრაფოდ შემობრუნდი და დამიგდე ყური, თორემ გაგაგდებ გარეთ! - კუტუნია შებრუნდა მასწავლებლისაკენ და... მტერს, რაც მან "დამრიგებელ" პედაგოგს აკადრა მთელი კლასის გასაგონად"

- წადი, შენი ბოზი დედაც გავაბახეო! - და გაოგნდა მთელი კლასი. ალმურმოდებული "პედგოგი" ენაგადაყლაპულივით იდგა და... ალბათ გულში ფიქრობდა: ნეტავ ენა გამხმობოდა და ხმა არ ამომეღოო, მაგრამ საქმეს რაღა ეშველებოდა. იმ დღიდან გავრცელდა ეს ამბავი ჯერ 40-45 მოსწავლის ოჯახებში, მერე მათ ნაცნობ-მეგობრებში და, ალბათ, ნახევარ ქალაქში. მაგრამ დღესაც არ ვიცი, შეიტყო თუ არა ამის შესახებ განათლების სამინისტრომ. მე მგონი, ვერ შეიტყობდნენ, რადგან ქალბატონი ძუკნა ბოზანდარაშვილი ჩუმად გააპარეს სკოლიდან.

ასე ტრაგიკულად დამთავრდა საბანაო კოსტიუმის "პოდიუმზე" ჩვენებით დაწყებული და "სიყვარულის ზენიტამდე" ასული საქმე.

აი, იმის მაგალითი, როგორ არ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი მასწავლებელს და მოსწავლეს!

ავტორი: ნიკოლოზ იოსებიძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი