მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველო
2002-12-03
წინასწარმეტყველება: ფსკოვო-პეჩორის მონასტრის ხატებიდან მირონდენა დიდ ომს მოასწავებს

- მამაო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთში, ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, წმიდა ხატებიდან დაიწყო დიდი რაოდენობით მირონისა და სურნელოვანი წყლის დენა. რას ნიშნავს ეს სასწაულებრივი მოვლენა?

- სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა.

ეს სასწაულებრივი მირონდენა ხდება არა მონასტერში, არამედ დეკანოზ მამა ვასილის სახლში. იგი 90 წელს მიღწეული მოძღვარია. ერისკაცობაში მისი მოძღვარი იყო წმიდა სერაფიმე ვირიცკელი, ახლადკანონიზებული წმინდანი, რომელიც 1949 წელს გარდაიცვალა. შემდგომში მამა ვასილის მოძღვარი იყო სვიმონ პეჩორელი (ჟელინი), რომლის კანონიზების საკითხიც ამჟამად დგას. ანუ, მამა ვასილი აღიზარდა დიდი სულიერების მქონე მოძღვრების ხელში და მასაც უდიდესი სულიერი გამოცდილება აქვს. მე მქონდა ბედნიერება, გარკვეული დროით მასთან მეცხოვრა, და როდესაც თბილისში დავბრუნდი, ტელეფონით დამიკავშირდნენ და შემატყობინეს მამა ვასილის სახლში წმიდა ხატებიდან დიდი რაოდენობით მირონდენის ამბავი.

პეჩორაში ჩავიდნენ ჩემი სულიერი შვილები, ნინო და თეონა, შემატყობინეს, მირონდენა იმდენად უხვია, რომ მათი შესანახი ჭურჭელიც კი აღარ ქვთ, იატაკზე დაღვრილ მირონსა და სურნელოვან წყალში ფეხებით დადიან. ორმოც ამოთხარეს, რომ ნაწილი სიწმინდეები ჩამარხონ და ამით ისინი უნებლიე უდიერი მოპყრობისაგან დაიცვანო.

თავად თეონამ თავისი გულსაკიდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "შენ ხარ ვენახი" მირონმდინარე ხატებთან და ჯვრებთან ერთად მაგიდაზე დადო და მალე მისგანაც დაიწყო მირონდენა. იგი ჯერ ღრმა თეფშში ჩაასვენეს და სურნელოვანმა მირონმა იგი სულ რამდენიმე წუთში აავსო, შემდეგ უფრო ღრმა ჭურჭელში, მერე ქვაბში და ა.შ. მთლიანობაში ამ 15 მილიმეტრის სიგრძის გულსაკიდი ხატიდან 33 ლიტრი მირონი და სურნელოვანი წყალი გადმოვიდა. მირონდენა არ ხდებოდა, როდესაც მას სხვები უყურებდნენ. საკმარისი იყო გვერდით ოთახში სატრაპეზოდ, სალოცვად ან სხვა საქმის საკეთებლად გასვლა, რომ ამ პატარა ხატიდან გამოსული მირონითა და სურნელოვანი წყლით ჭურჭელი სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა.

ასევე უამრავი მირონი მოედინება ჩემს მიერ მანამდე მამა ვასილისთან ჩატანილი ლამინირებული ხატებიდანაც, ისევე, როგორც ამ მოძღვრის სახლში დასვენებული ყველა წმიდა ხატიდან და ჯვრიდან. ერთხელ უფალმა ინება და დაანახვა მამა ვასილისთან მყოფთ, თუ როგორ გადმოედინებოდა ასეთი დიდი რაოდენობით სიწმიდეები. მაშინ, როდესაც ერთად ტრაპეზობდნენ, გვერდით ოთახიდან მოესმათ დიდი ნაკადით მომავალი წყლის ჩხრიალი. შეიხედეს იმ ოთახში და ნახეს, რომ კედელზე დაკიდებული ხატიდან მოჩქეფდა სურნელოვანი წყალი. ზოგმა იფიქრა, ხატის უკან კედელში წყალგაყვანილობის მილი ხომ არ გასკდაო და იქაც შეიხედა, მაგრამ კედელი მშრალი იყო და ეს სურნელოვანი წყლის მჩქეფარი ნაკადი სწორედ ხატიდან მოედინებოდა.

როდესაც ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიგო, განცვიფრდა, ყურადღებით მოგვისმინა და მამა ვასილი საქართველოში მოიწვია. თავად მამა ვასილისაც სურს ჩვენთან ჩამობრძანება, და თუ ღმერთი ინებებს, უსათუოდ ჩამოვა.

- რას უნდა ნიშნავდეს წმიდა ხატებიდან და ჯვრებიდან ასეთი დიდი რაოდენობით მირონისა და სურნელოვანი წყლის გადმოდინება?

- ეს კითხვა მეც დავუსვი მას. სანამ ხატებიდან ეს მირონდენა დაიწყებოდა, მან მითხრა, რომ დიდი ომია მოსალოდნელიო. ამერიკა განადგურდება, როგორც სახელმწიფო. იაპონიის მხრიდან მას ორი ატომური ბომბი მოხვდებაო. ეს ამ მოძღვრის პირადი აზრია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ტყუილუბრალოდ არაფერს ლაპარაკობს, თანაც ამ მადლმოსილი მამის მიერ სხვა უამრავი სასწაულებიც აღესრულება და მისი სიტყვები უსათუოდ ანგარიშგასაწევია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მამა ვასილის სახლში ჯერ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატმა თვალებიდან ცრემლების სახით დაიწყო მირონდენა, შემდეგ მთელი ხატი დაიცვარა, იგივე ემართება მამა ვასილის ყველა ხატს და მის სახლში შეტანილ ყველა სხვა კანონიკურ ხატსა და ჯვარს. ეს ამბავი ამ მოძღვრის განსაკუთრებულ მადლმოსილებასა და სიწმინდეზე მეტყველებს, და სწორედ ასეთი მადლმოსილი მამა ამბობს, რომ დიდი ომი იქნება. ამ ამბავს იგი იმდენად რეალურად აღიქვამს, რომ მასთან მყოფი ადამიანები, მოსალოდნელი დიდი შიმშილობის მოლოდინში, კარტოფილისა და ვაშლის ნაფცქვენებსაც კი აღარ ყრიან, რეცხავენ, აშრობენ და სამომავლოდ ინახავენ. ასევე აშრობენ და ინახავენ პურის ნარჩენებს. მათ აიღეს მიწის დიდი ნაკვეთი და ამუშავებენ, რათა მომავალი გაჭირვების პერიოდისთვის მარაგი შექმნან. ამით ისინი უკვე რეალურად ემზადებიან ხვალინდელი დღისთვის, ანუ იმ დიდი ომისთვის, როდესაც თვით ამერიკაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

- მამა თეოდორე, მამა არჩილის (მინდიაშვილის) ამასწინანდელ ქადაგებიდან მოვისმინეთ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის "შენ ხარ ვენახის" სიმბოლიკა გამოხატავს ერთის მხრივ, საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრობას და, მეორეს მხრივ, წმიდა ნინოს ვაზის ჯვარს. თქვნ ხომ არ განგვიმარტავდით ამ ახლა უკვე მირონმდინარე ხატის მნიშვნელობას?

- როგორც მამა არჩილი ამბობს, ასეთი მისტიკური კავშირი მართლაც არსებობს, და მირონდენა, აგრეთვე სხვა სასწაულები, რომლებიც ამ ხატიდან აღესრულება, აღნიშნავს უფლის კურთხევას. მაგრამ მისივე სიტყვებით, ამ სიმბოლიკის, ამ კავშირის ჭეშმარიტი აზრი საცნაური გახდება მხოლოდ ბოლო ჟამის წინა პერიოდში, ამიტომ ამ საკითხის შესახებ სჯობს თავად მამა არჩილს მიმართოთ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის "შენ ხარ ვენახის" დამწერი არის ირაკლი ცინცაძე, მაგრამ მისი სულიერი ავტორი გახლავთ არჩილ მინდიაშვილი, ამიტომ თავად ხატის სულიერ მნიშვნელობას იგი ყველაზე კარგად ხედავს. ისე, პატრიარქის კურთხევით, მალე უნდა გამოვიდეს წიგნი ამ ხატის შესახებ და მისი "დაუჯდომელი" ლოცვაც, რომლებშიც ღვთისმშობლის ხატის "შენ ხარ ვენახის" ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ ყველაფერი იქნება მოთხრობილი. ჩვენთან ტაძარში მოსული იყო ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი, რომელმაც ეს ხატი დედანში პირველად ნახა. პარაკლისი გადაიხადა და შემდეგ მითხრა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს ხატი ჭეშმარიტად ქართული ხატია და მასში ქართული სული იგრძნობაო.

- მამა თეოდორე, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე 1999-2001 წლებში გამოქვეყნდა წერილები იმის შესახებ, რომ დასავლეთის მმართველი წრეების ინიციატივით, 1990-იან წლებში ამიერკავკასიის გარშემო მოხდა შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაცია. დაპირისპირებულ მხარეებად გამოიკვეთნენ ერთის მხრივ თურქეთი და მისი ნატოელი მოკავშირეები, ხოლო მეორეს მხრივ - რუსეთ-ირან-ჩინეთის ალიანსი. ხოლო ყოველივე ამას საფუძვლად უდევს 90-იან წლებში აშშ და გერმანიის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების არაადექვატური გაძლიერება. ასეთი დიდი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე და მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული მამების წინასწარმეტყველებების გათვალისწინებით, გამოიკვეთა ამ ორ კოალიციას შორის მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების რეალური კონტურებიც. როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს პროცესები სულიერი თვალსაზრისით?

- საერთოდ, ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და უფრო სულიერად ვცდილობთ მოვლენების დანახვას. მესამე მსოფლიო ომი რომ უნდა მოხდეს, ამის შესახებ არსებობს წინასწარმეტყველებები. ის ტრაგედია, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მოხდა და იმ პროცესების განვითარება, რაც ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ პალესტინაში ხდება, სწორედ იმის მომასწავებელია, რომ დიდი ომი უნდა იყოს. ჯერ კიდევ 11 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოვიდა წიგნი "XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები", რომლის პირველწყარო 1993 წელს გერმანიაში გამოსცეს (იან-ვან-ჰელზინგის ნაშრომი "ფარული ორგანიზაციები და მათი ძლიერება მეოცე საუკუნეში"). ხოლო შემდეგ რუსულადაც თარგმნეს. ამ წიგნში მოთავსებულია ამერიკელი მასონის ალბერტ პაიკის ("კუ-კლუქს-კლანის" დამაარსებლის), საერთოდ ბნელით მოცული პიროვნების, წერილი თავისი ევროპელი კოლეგის ჯუზეპე მაზინისადმი, რომელიც დაწერილი და გაგზავნილია 1871 წელს. მასში პაიკი მაზინის ეუბნება, რომ მასონურ-იღუმენისტური ორგანიზაციების მსოფლიოში გაბატონებისთვის სამი მსოფლიო ომი არის საჭიროო. თანაც ისინი ამას კი არ წინასწარმეტყველებდნენ, არამედ ასეთ გეგმებს რეალურად სახავდნენ. აღნიშნულ წერილში ნათქვამია, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამერიკაში მოხდება ტერაქტები; რამდენიმე ქალაქი დაიბომბება, მათ შორის ნიუ-იორკიც. რომ ეს უნდა დაბრალდეს აღმოსავლეთელ ექსტრემისტებს, და ეს ასე მოხდა კიდეც. თუ ამას კიდევ დავუმატებთ თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს 1990-იანი წლების განმავლობაში დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ამიერკავკასიის გარშემო ახალი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ, აქ შეიძლება ითქვას, რომ უკვე ხდება სიტუაციის მომწიფება.

მამა ვასილიც ამბობს, რომ რუსეთში დიდი განსაცდელი და გაჭირვება იქნება და ძალიან მწარედ დაისჯებიან ის ადამიანები, მამაკაცები და დედაკაცები, ვინც გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობენ; ქალები, რომლებიც მეძავობენ, მამაკაცები, ვინც ფულის გულისთვის უამრავ უზნაობას სჩადიან. ამ ომის მიერ მრავალი ადამიანი მოწყდება, ხოლო ქრისტიანთაგან კი მრავალი სასწაულებრივად გადარჩება. ეს ომი გახლავთ ადამიანთა უზნეობისათვის განსაკუთრებულად დამსჯელი ომი. პოლიტიკოსები მოქმედებენ, გეგმებს აწყობენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღვთის დაშვების გარეშე არაფერი არ მოხდება.

- თუ შეეხება ეს ომი საქართველოს?

- საქართველოს არა აქვს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც მას გადაარჩენს, მაგრამ ვისაც ასეთი პოტენციალი აქვს, ისინიც ვერ გადაირჩენენ თავს. გამოსავალი მდგომარეობს უფლისადმი სასოებაში, უფლის რწმენაში; ერთი ღერი თმაც არ დავარდება უფლის ნების, მისი დაშვების გარეშე ადამიანის თავიდან. მით უმეტეს, რომ, როდესაც მესამე მსოფლიო ომის ნანგრევებზე წარმოიქმნება ანტიქრისტეს ახალი მსოფლიო სახლი, რომელშიც თვითონ ანტიქრისტე უნდა გაბატონდეს, სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს ივერიის გაბრწყინება. თუ ომმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიარა და გამოიარა, ივერია განადგურდება, როგორც ასეთი და მაშინ რაღა გაბრწყინებაზეა ლაპარაკი?

- ე.ი. ღვთის მადლით, ივერია დაფარული იქნება.

- მადლობა ღმერთს, საქართველო გაბრწყინდება, ჩვენ ამაზე ვსასოებთ და ამის შესახებ წინასწარმეტყველებენ ბერძენი და რუსი მამები. მაგრამ ვინ იქნება ამ გაბრწყინების თანამონაწილე? ყველა ქართველი ან საქართველოში მცხოვრები ყველა ქრისტიანი იქნება ამის თანამონაწილე თუ ერთეულები? აგერ, ისრაელი გაბრწყინდა 2000 წლის წინ. ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, ადამიანად მოვიდა. რამდენი გახდა ამის თანამონაწილე? ძალიან ცოტა. ხოლო ის, ვინც ამის თანამონაწილე არ გახდა, ისინი ყვიროდნენ - "სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და ჩვენ შვილთა ზედა". ამით საკუთარი თავი დაწყევლეს და უფლის მკვლელებად გადაიქცნენ. ჩვენც ასე არ დაგვემართოს. ივერია გაბრწყინდება და ეკლესიას სურს, რომ ამ გაბრწყინების, ამ ბედნიერების თანამონაწილე გახდეს მრავალი ადამიანი. ხოლო თუ მრავალი გახდება, ანუ თუ მრავალი ადამიანი მოემზადება ამასთან შესახვედრად, მერწმუნეთ, რომ ეს ომი ჩვენ გვერდზე ჩაგვივლის და არ შეგვეხება. ღმერთს შეუძლია ეს გააკეთოს, სასწაულები ყოველთვის ხდებოდა და დღესაც ხდება. ჩვენ უნდა ვსასოებდეთ უფლის წყალობაზე და ვიყოთ კარგი ქრისტიანები.

- მამაო, როდესაც 2001 წლის სექტემბერში ვაზისუბანში ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გამოეცხადა ერთ ქალბატონს, ხატმა მას განუცხადა, რომ ამერიკაში მესამე დიდი მსოფლიო ომი იწყება და იგი საქართველოსაც შეეხება, რომ საქართველოზე გადაივლიან და გადმოვილიან. თუ არის შესაძლებელი, რომ ეს წინასწარმეტყველება რამდენადმე შერბილდეს ან შეიცვალოს? გვინდა გავიხსნოთ ქალაქ ნინევიის მცხოვრებთა მაგალითი, რომლებიც დიდ ცოდვაში იყვნენ ჩამდგარი და უფალმა მათ წინასწარმეტყველი მიუგზავნა, რათა შეენანათ, თუ არა და გაანადგურებდა. ნინევიელებმა გულწრფელად და მხურვალედ შეინანეს და უფალმაც აპატია მათ უწინდელი შეცოდებანი. ასევე, როდესაც მრავალგზის შემცოდე ებრაელების გაჟლეტა გადაწყვიტა ღმერთმა, მოსე მის წინაშე დადგა მხურვალე ლოცვით, რათა თუნდაც იგი წარეწყმიდა, ოღონდ ებრაელი ხალხისთვის ეპატიებია და განადგურებით არ დაესაჯა. ამ შემთხვევაშიც უფალმა შეისმინა მისი რჩეულის ვედრება.

- კიდევ ერთი მაგალითია მნიშვნელოვანი, როდესაც ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ უფალს პირველი სასწაული იერუსალიმში უნდა მოეხდინა, იგი კი თავის პირველ სასწაულს ღვთისმშობლის თხოვნით, კანას გალილეაში ახდენს. ამიტომ იგი გარკვეული საყვედურის კილოთიც მიმართავს თავის წმიდა დედას - "ხომ იცი, ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარაო". მაგრამ ღმერთი თავისავე წინასწარმეტყველებას მაინც ცვლის და ახდენს სასწაულს. თან ისეთ სასწაულს, როდესაც ვინმე კი არ იღუპებოდა, არამედ სიძეს ღვინო შემოაკლდა და ჯობდა კიდეც, ნაკლებად დათვრებოდნენ. მაგრამ რატომ მოახდინა უფალმა ეს სასწაული? რატომ შეცვალა თავისი წინასწარმეტყველება? იმიტომ, რომ მას სთხოვა მისმა ყოვლადწმიდა დედამ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა. აქედან ჩანს, რომ უდიდესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება, რომ მას შეუძლია ღვთის წინასწარმეტყველებაც შეცვალოს ადამიანის განსაცდელის შესამსუბუქებლად.

ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ვაზიტსუბანში მომხდარ გამოცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკაში დაიწყებოდა დიდი ომი და მეორე დღეს იქ სწორედ ის ტრაგედია განხორცილდა, რასაც მერე ომის დაწყება მოჰყვა. ეს გამოცხადება რომ ღვთისგან იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ იქ ტაძარი შენდება და პატრიარქის კურთხევა არის ამაზე, ნიში უკვე გაკეთდა. ე.ი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არ გვტოვებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ღვთისმშობლის, შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე უპირატეს ხატს, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ რუსებს თავიანთი ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრები ჩაბარებული აქვთ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისათვის, ხოლო საკუთრივ სამხრეთ საზღვარი - ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისათვის. ამიტომ ეს ხატი ჩვენი ჩრდილოეთის საზღვრების მფარველიც არის.

როდესაც ერთ დროს ჩაღატარ ნოინის მკვლელობის გამო ალამუთის ალყად მდგომმა მონღოლებმა ეჭვი მათ ბანაკში მყოფ ქართველებზე მიიტანეს და მათი გაჟლეტა გადაწყვიტეს, ქართველებმა იარაღის ძალით არ სცადეს საკუთარი სიცოცხლის დაცვა, თუმცა შეეძლოთ, ასეც მოქცეულიყვნენ და თავიანთი სიცოცხლის სანაცვლოდ საიქიოში უამრავი უსჯულოც გაესტუმრებინათ. მაგრამ მათ მუხლი მოუყარეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას და მას შეჰღაღადეს. თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ მოხდა გასაოცარი რამ - თვითონ მკვლელი გამოვიდა ლერწმებიდან და დაიძახა, ჩაღატარ ნოინი მე მოვკალიო. ასეთი რამ ხომ თავისთავად არ ხდება. აი, ასე შეუძლია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს გადაარჩინოს საქართველო. მხოლოდ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენც იმ მხედრებივით, ვართ კიდეც ქრისტეს მხედრები, მუხლი მოვუდრიკოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და ერთად შევღაღადოთ: "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო...", რამეთუ ჩვენ მხოლოდ მას ვესავთ. აი, ასე უნდა იყოს.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ავტორი: ირაკლი ხართიშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი