მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველო
2002-12-03
ჯანმრთელობა: გავიწმინდოთ ორგანიზმი

ცხვირის გაწმენდა

რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან ავიცილებთ ცხვირის გაწმენდით: მწვავე და ქრონიკული ფარინგიტი, რინიტი, ჰაიმორიტი, გლაუკომის საწყისი ფორმა და თვალის ისეთი დაავადებები, რომელთაც თან ახლავს მტკივნეულობა, ქათმის სიბრმავე, მხედველობის დაქვეითება; დადებითად მოქმედებს თვალის ფსკერზე და სმენაზე. შესანიშნავი საშუალებაა შაკიკის, უძილობის ან პირიქით, ძილიანობისაკენ მიდრეკილების, მეხსიერების დაქვეითების დროს, ხელს უწყობს ინტელექტის განვითარებას, აფერხებს გამელოტებას და თმის ცვენას, ეფექტურია ტუბერკულოზის, რევმატიზმის სამკურნალოდ. ცხვირის ძგიდეზე არსებული რეცეპტორები ძლიერ რეფლექსურ ზემოქმედებას ახდენენ გულზე, ფილტვზე, კუჭზე და ა. შ. - მთელ ორგანიზმზე, ამიტომაც ქვემოთ მოყვანილი ცხვირის გაწმენდის ინდური მეთოდი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ თითქმის ყველა დაავადების მკურნალობის პროცესში.

გაწმენდის მეთოდიკა: 1) გაწმენდა იოგას მეთოდით. 0,5 ლ ბოთლს ან ჩაის დასაყენებელ ჩაიდანს ვავსებთ 37-38 გრადუსი ტემპერატურის ანადუღარი წყლით. ვარგებთ ბავშვის საწოვარას, 3-5 მილიმეტრის სიდიდის ხვრელით. ვხსნით წყალში 1 ჩაის კოვზ სუფრის მარილს. ვიდგამთ მუხლზე ან ვდებთ იატაკზე თასს, ვიღებთ ჩაიდანს ან ბოთლს და მასზე მორგებულ საწოვარას ჩავიდგამთ მარჯვენა ნესტოში (შეგვიძლია მარცხენითაც დავიწყოთ). ამასთანავე თავს ვაბრუნებთ მარცხნივ ისე, რომ მარცხენა ყური მიქცეული იყოს იატაკისაკენ. ოდნავ წინ ვიხრებით. დინჯად ვსუნთქავთ პირით. 1-2 წამის შემდეგ წყალი შევა მარჯვენა ნესტოში და მარცხენა ნესტოთი გადმოიღვრება, ისე რომ არ მოხდვება პირის ღრუში. როცა ბოთლი სანახევროდ დაიცლება, ვიღებთ საწოვარას ცხვირიდან, ვიხრებით წინ და ცხვირით ვაკეთებთ რამოდენიმეჯერ მკვეთრ ამოსუნთქვას. შემდეგ არ ვსწორდებით და ამ მდგომარეობაში ვაბრუნებთ თავს მარცხნივ. შემდეგ მარჯვნივ და ვიმეორებთ მკვეთრ ამოსუნთქვას ცხვირით. ამასთანავე არ უნდა დავაცემინოთ ან ცხვირი არ მოვიხოცოთ - წყალი შეიძლება მოხვდეს შუა ყურში. ამის შემდეგ პროცედურას ვიმეორებთ მეორე ნესტოსათვის.

წმენდისას მოსალოდნელი მოვლენები: პროცედურის ჩატარებისას ცხვირი სრულიად პასიურია. ცხვირით არავითარი სუნთქვა და წყლის შეწოვა არ ხორციელდება, ხსნარი თვითონ შედის და გამოდის. შეიძლება წყლის ნაწილი მოხვდეს პირის ღრუში, არაფერია საგანგაშო. თუკი ერთი წუთის შემდეგ წყალი თავისით არ გადის ნესტოებში, ცხვირის გზები შეიძლება შეწოვით გავწმინდოთ. ამისათვის დავრჩეთ თავდახრილ მდგომარეობაში, თავისუფალ ნესტოს მივაჭიროთ თითი და მეორე ნესტოთი ნელა შევისრუტოთ ხსნარი. წყალი უნდა გადადინდეს ცხვირიდან პირში. როგორც კი პირი წყლით აგვევსება, გამოვიღოთ საწოვარა, გავათავისუფლოთ ის ნესტო, რომელიც ადრე თითით გვქონდა მიჭერილი, ამოვისუნთქოთ იმ ნესტოთი და გავაღოთ პირი. ასეთივე გზით გავიწმინდოთ მეორე ნესტო. ამის შემდეგ წყალი ერთი ნესტოდან თავისუფლად გადადის მეორეში. გავიწმენდთ რა ამ მეთოდით ცხვირს, აუცილებელია დამთავრების შემდეგ ცოტა ხნით წინ დავიხაროთ, მოვკიდოთ წვივებს ხელი და ამ მდგომარეობაში რამოდენიმეჯერ ჩავისუნთქოთ პირით და ამოვისუნთქოთ ცხვირით, თან თავი ვაბრუნოთ მარცხნივ და მარჯვნივ. ყველაფერი ეს საჭიროა ცხვირის გამოსარეცხი წყლისაგან სრულად გასათავისუფლებლად.

2) გაწმენდა ურინით: ცხვირის გაწმენდა შემდეგნაირადაც შეიძლება - ძველი აღმოსავლური ურინოთერაპიის მეთოდის მიხედვით ვიღებთ დილის თბილ საკუთარ შარდს მარჯვენა ხელში და შევიწოვთ მარცხენა ნესტოთი (მეორე ნესტო ამ დროს უნდა დავხუროთ მარცხენა ხელის თითით). შემდეგ იგივე პროცედურას ვიმეორებთ მარჯვენა ნესტოსათვის მარცხენა ხელით. ამგვარი მეთოდით ცხვირის გაწმენდის ეფექტი - მყისიერია.

*

ნებისმიერი ორგანოს გაწმენდა უნდა დავიწყოთ მხოლოდ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის შემდეგ. თუკი ასე არ მოვიქცევით, მაშინ წმენდა ყოველგვარ აზრს კარგავს. გავწმენდთ ამა თუ იმ ორგანოს, მაგრამ ცოტა ხანში გაუწმენდავი მსხვილი ნაწლავიდან წამოსული ჭუჭყი სწრაფად დაანაგვიანებს ისევ მას. ამიტომ ჯერ შემოგთავაზებთ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის ორ მარტივ მეთოდს.

გაწმენდა ვაშლის საშუალებით

ყოველდღე 1 თვის განმავლობაში გავხეხოთ და შევჭამოთ უზმოზე 2-3 ვაშლი. მეორე თვეს იგივე გავიმეოროთ დღეგამოშვებით. ყველა შემთხვევაში საკვები უნდა მივირთვათ ვაშლის მიღებიდან 3 საათის გავლის შემდეგ.

გაწმენდდა ასკილით

ასკილის გამშრალ ნაყოფს კარგად დავფქვავთ, შემდეგ დავაორთქლებთ და ვღებულობთ ღამით, ვახშმიდან 2-3 საათის შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით. წმენდის ხანგრძლივობაა ერთი თვე.

სისხლძარღვების გაწმენდა

სისხლძარღვების გაწმენდას უმჯობესია წინ უძღოდეს ღვიძლის გაწმენდა (იხ. "საქართველო", #4, 2002 წ.).

რატომ არის აუცილებელი სისხლძარღვების გაწმენდა"

ოფიციალური მედიცინა აღიარებს ორგანიზმში შინაგანი სეკრეციის 40 ჯირკვლის არსებობას, იოგა - 400 ჯირკვლის, ხალხური მედიცინა - უფრო მეტის. ჯირკვლების ძირითადი ფუნქციაა გამოჰყოს სისხლში ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ ამა თუ იმ ორგანოს მოქმედებას, და ანტისხეულები, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა დაავადებებს.

როცა თვით "პრაქტიკულად ჯანმრთელი" ადამიანის სისხლძარღვების კედლები და მასთან ერთად ჯირკვლების სადინარები გაგლესილია ათასგვარი ნადებით, შლამით - ცხადია, სისხლში ჰორმონების და ანტისხეულების გამოყოფა შემცირებულია. რის გამოც დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ეცემა. ამასთან ერთად დაგროვილი შხამების გავლენით სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობა მცირდება. რის გამოც, გულის კუნთის ინფარქტის, თავის ტვინში სისხლჩაქცევის წარმოშობის შესაძლებლობა იზრდება.

რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან თავიდან ავიცილებთ სისხლძარღვების გაწმენდით: მკვეთრად უმჯობესდება ორგანიზმში ნივთიერებათა საერთო ცვლა, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიური ხდება. ყოველივე ამის შედეგად კი გულის კუნთი ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლის, სხვადასხვა სიმსივნეების წარმოშობის შესაძლებლობა ისპობა. ხდება მხედველობის გაუმჯობესება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

გაწმენდის მეთოდი #1:

დიდ თერმოსში ჩავყაროთ 1 ჩაის ჭიქა დანაყილი კამის თესლი და 2 სუფრის კოვზი დაფქული ვალერიანის ფესვები. დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა თაფლი. დავასხათ მდუღარე წყალი 2 ლიტრის შევსებამდე და გავაჩეროთ 1 დღე.

მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მანამ, სანამ მთელი ნარევი არ გათავდება.

გაწმენდის მეთოდი #2

350 გ. ნიორი დავნაყოთ, შევურიოთ 24 ცალი ლიმონისაგან გამოწურულ წვენს და გავაჩეროთ 24 დღე, ბნელ, გრილ ადგილას. მიღების წინ შევანჯღრიოთ.

მივიღოთ ერთჯერ დღეში, ძილის წინ 1 ჩაის კოვზი ნარევი ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი.

გაწმენდის მეთოდი #3

სისხლძარღვების გაწმენდის ტიბეტური მეთოდი ითვლება ყველაზე საუკეთესოდ, სრულდება 6 წელიწადში ერთჯერ და მაღალი ეფექტურობის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს რეცეპტად. სისხლძარღვების გასაწმენდად სპეციალური წესით მზადდება ნიორის სპირტხსნარით.

გულის გაწმენდა

რატომ არის აუცილებელი გულის გაწმენდა: დროთა განმავლობაში გულის კუნთში გროვდება დაუძლურებული უჯრედები, ლორწო, ჭარბი მარილები და სხვა. ამასთანავე თუკი მსხვილი ნაწლავის ფუნქციები დარღვეულია, იმის გამო, რომ ვენური სისხლი სწორი ნაწლავის ქვემოთა ნაწილიდან ღვიძლში გავლის გარეშე, გაუსუფთავებელი სახით პირდაპირ გულში ხვდება - ეს დამატებით აჭუჭყიანებს გულს და საჭირო ხდება მისი გაწმენდა წელიწადში ორჯერ.

გაწმენდის შედეგად უმჯობესდება გულის მუშაობა, გულის კუნთი განახლდება და ინფარქტის წარმოშობის შესაძლებლობა მცირდება.

გაწმენდის მეთოდი

ავიღოთ 1 ლიტრი რძე და 3 ცალი ლიმონი. დილით 1/3 ლ. რძეში ჩავწუროთ 1 ცალი ლიმონი და დავლიოთ. 12 საათზე იგივე გავიმეოროთ. ბოლოს ძილის წინ იგივე ნარევი მივიღოთ. მთელი დღის განმავლობაში სასურველია ვეგეტარიანული (უხორცო) კვება. გაწმენდის კურსი 2 კვირა გრძელდება, ე.ი. გვაქვს ჩასატარებელი სულ 14 პროცედურა.

შ. საბახტარიშვილი. სამკურნალო წიგნი. ტ. III. თბილისი, 1997



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი