პატივცემულო ბატონო გიორგი!
მოგმართავთ როგორც ქართველ თანამდებობის პირს, რომელიც ყველაზე ახლო დგახართ საქართველოში ნავთობსადენის და გაზსადენის გატარების გეგმასთან.
მე, შეიძლება ითქვას, კოდიანის ფერდობებზე გაზრდილი ვარ, კერძოდ, მთის იმ მხარეზე, რომელიც მდ. ბორჯომულას აუზს ეკუთვნის. ვიცი ყოველი კენჭი იმ მიდამოში, მათ შორის ულამაზესი მთაც სანისლო - ყველაზე მაღალი წერტილი იმ არემარეში (2991 მ ზღვის დონიდან). ეს გახლავთ ცნობილი ცხრაწყაროს მეზობელი მწვერვალი და ამ ორს შორის მდებარეობს ცხრაწყაროს უღელტეხილი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული გზა. ეს მწვერვალი არის კლდე, რომლითაც მთავრდება ბალახოვანი ფერდობები - ალპიური ზონა. მას "სანისლო" ჰქვია სავსებით კონკრეტული მიზეზის გამო: თუ ცაში სადმე ერთი ფთილა ღრუბელი მაინც არის, იგი იმ კლდეზე ჩერდება.
ისტორიულ და მოსახლეობისთვის დღესაც კარგად ცნობილ სახელს "სანისლო" რუსულ რუკებში ჩანაცვლებული აქვს თურქული სახელი "ყარა კაია" ("შავი კლდე"), ხოლო სახელი "სანისლო" შეცდომით აქვს მიკუთვნებული მეზობელ ბალახოვან მწვერვალს, რომელსაც ნისლთან არავითარი კავშირი არა აქვს.
სამწუხარო იქნება, თუ ჩვენს ტოპონიმიკაში, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის საინტერესო გახდა, ქართულის ნაცვლად თურქული სახელი დაფიქსირდება, ამიტომ გთხოვთ იღონოთ, რაც შეგეძლებათ.
პატივისცემით ნოდარ ნათაძე
















































































მთავარი
კონტაქტი




2010