შირაქი
2011-12-16
ტრაგიკულად დასრულებული მშობიარობა
დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი გარდაიცვალა. თალიკო ქამაშიძე მშობიარობამდე მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. "შირაქის" ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა.
პაციენტი დედოფლისწყაროს სამშობიაროში 9 დეკემბერს დროულად მიიყვანეს. დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განმარტებით, მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მშობიარობის დროს თრომბმა ქალბატონის გარდაცვალება გამოიწვია.
"ამ ქალბატონისთვის ეს მეორე მშობიარობა იყო, პაციენტი წარმოშობით სოფელ სამთაწყაროდან არის და ქალაქ დედოფლისწყაროში გახლავთ გათხოვილი. ნაადრევი მშობიარობა დაფიქსირდა, ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა. მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება აღენიშნებოდა, თბილისში აღრიცხვაზე იყო და მკურნალობის კურსს იტარებდა. მისი ჯანმრთელობის რთული ვითარების თაობაზე ოჯახის წევრებიც ინფორმირებულნი იყვნენ. ამ დაავადების დროს ყველაფერი წამიერად ხდება, თრომბი მოწყდა, გაიჭედა და პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია," - განუცხადა გაზეთ "შირაქს" ხათუნა ზურიკაშვილმა.
საავადმყოფოს ხელმძღვანელი მედპერსონალის ბრალეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ მხრივ პრეტენზიები არც გარდაცვლილის ოჯახს გამოუხატავს.
რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში გარდაცვლილი მშობიარის, 29 წლის თალიკო ქამაშიძის ოჯახი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება. ახლობლების განმარტებით, მშობიარეს სისხლის დენა დაეწყო და ამიტომ გარდაიცვალა. საავადმყოფოში კი ამბობენ, რომ ოჯახს მედპერსონალთან პრეტენზიები არა აქვს და ამის თაობაზე მათ ხელწერილიც კი დაწერეს.
როგორც გაირკვა, გავრცელებული ხმები ახალშობილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ დასტურდება. პატარა მკურნალობას თბილისში განაგრძობს. როგორც "შირაქს" გარდაცვლილი მშობიარის ძმამ გოჩა ქამაშიძემ განუცხადა, მიზეზებზე საუბარს და პროტესტის გამოხატვას მოგვიანებით გეგმავენ: ,,ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, ამჟამად ჩვილი თბილისში ინკუბატორშია მოთავსებული. დედის გადარჩენაც შეიძლებოდა, მაგრამ... მთავარი ისაა, რომ ამჟამად ჩემი და ცოცხალი აღარ არის... რა ვერსიები ვრცელდება, ეგ საერთოდ არ მაინტერესებს, ახლა ჯერ ამის მისახედად არ გვცალია, თუმცა ამის დროც მალე მოვა და გავაპროტესტებთ," - აცხადებს გოჩა ქამაშიძე.
მედიკოსების განმარტებით, ნაადრევი მშობიარობა დაფიქსირდა და ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა. თალიკო ქამაშიძე სოფელ სამთაწყაროდან არის და ქალაქ დედოფლისწყაროში ზოროღლიანების ოჯახში იყო გათხოვილი. გარდაცვლილი ახალგაზრდა სამშაბათს, 13 დეკემბერს ქალაქ დედოფლისწყაროში დაკრძალეს.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010